გიორგი მარგველაშვილმა ეროვნული ბანკის პრეზიდენტი დაამტკიცა

© Сайт президента Грузииგიორგი მარგველაშვილი და კობა გვენეტაძე
გიორგი მარგველაშვილი და კობა გვენეტაძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
ეროვნული ბანკის ყოფილ პრეზიდენტს გიორგი ქადაგიძეს უფლებამოსილების ვადა მიმდინარე წლის 25 თებერვალს ამოეწურა.

თბილისი, 17 მარტი — Sputnik. საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტად კობა გვენეტაძეა დანიშნული, შესაბამის განკარგულებას ქვეყნის პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ხუთშაბათს მოაწერა ხელი, — იუწყება სახელმწიფოს მეთაურის ადმინისტრაცია.

სამთავრობო ადმინისტრაცია - Sputnik საქართველო
პრემიერ-მინისტრი ეროვნული ბანკის პრეზიდენტობის კანდიდატს შეხვდა

ეროვნული ბანკის საბჭომ პრეზიდენტს გვენეტაძის კანდიდატურა ოთხშაბათს წარუდგინა.

„მიმაჩნია, რომ ასეთი მაღალი რანგის პროფესიონალი ნამდვილად გამოადგება ეროვნულ ბანკსა და იმ პოზიტიურ პროცესებს, რომლის იმედიც გვაქვს ჩვენი ქვეყნის ეკონომიკაში“, — განუცხადა ჟურნალისტებს მარგველაშვილმა გვენეტაძესთან შეხვედრის შემდეგ.

საქართველოს პარლამენტმა კობა გვენეტაძე საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს წევრად 2 მარტს დაამტკიცა.

აღნიშნული პროცედურა მას შემდეგ გახდა აუცილებელი, რაც მიმდინარე წლის 25 თებერვალს ეროვნული ბანკის საბჭოს წევრს გიორგი ქადაგიძეს, რომელიც იმავდროულად ბანკის პრეზიდენტიც იყო, უფლებამოსილების ვადა ამოეწურა.

კობა გვენეტაძე 2002 წლიდან 2015 წლამდე საერთაშორისო სავალუტო ფონდის ახლო აღმოსავლეთისა და ცენტრალური აზიის დეპარტამენტის მთავარი ეკონომისტის თანამდებობაზე მუშაობდა, ბოლო დროს ის „საქართველოს ბანკის“ შვილობილი კომპანია Galt and Taggart-ის ეკონომიკური მრჩეველი იყო, რომელიც საინვესტიციო–საბანკო მომსახურებითა და ინვესტიციების მართვითაა დაკავებული.

საერთაშორისო სავალუტო ფონდამდე, 1994–1996 წლებში კობა გვენეტაძე საქართველოს ეროვნულ ბანკში მთავარ ეკონომისტად მუშაობდა, 2000–2001 წლებში ფინანსთა მინისტრის მოადგილე იყო, ხოლო 2001–2002 წლებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის მოადგილის თანამდებობა ეკავა.

ყველა ახალი ამბავი
0