თბილისში რეგიონის ერთიანი ენერგოქსელის შექმნის პროექტს განიხილავენ

© photo: Sputnik / Тарас Литвиненко / გადასვლა მედიაბანკშიელექტროგადამცემი ანძები
ელექტროგადამცემი ანძები - Sputnik საქართველო
გამოწერა
ირანის, რუსეთის, საქართველოსა და სომხეთის ენერგეტიკის მინისტრების შეხვედრა თბილისში აპრილში გაიმართება.

თბილისი, 15 მარტი — Sputnik. აპრილში თბილისში დაგეგმილია შეხვედრა, რომელზეც საქართველოს, რუსეთის, ირანის, აზერბაიჯანისა და სომხეთის წარმომადგენლები ამ ქვეყნებს შორის ელექტროქსელის გაყვანის პროექტს განიხილავენ, ამის შესახებ Sputnik-ს აცნობა წყარომ ირანის ელექტროენერგიის სამინისტროდან. 

რუსეთის ენერგეტიკის მინისტრმა ალექსანდრ ნოვაკმა ორშაბათს თეირანში მის კოლეგასთან გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ ირანი და რუსეთი აწარმოებენ მოლაპარაკებებს ქვეყნებს შორის ელექტროქსელის გაყვანაზე, აზერბაიჯანისა და სომხეთის ტერიტორიების გავლით.  

„აპრილში გაიმართება შეხვედრა საქართველოს დედაქალაქში ირანს, რუსეთს, საქართველოს, აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის იმისთვის, რათა ამ ქვეყნებს შორის ელექტროქსელის გაყვანის პროექტი განიხილონ“, — განაცხადა წყარომ. 

საქართველოს ენერგეტიკის სამინისტრომ РИА Новости-ს შეხვედრის ფაქტი დაუდასტურა, თუმცა დააზუსტა, რომ აზერბაიჯანული მხარე ამ შეხვედრაში მონაწილეობას არ მიიღებს. 

მემორანდუმის ხელმოწერის ცერემონია - Sputnik საქართველო
საქართველო, რუსეთი, ირანი და სომხეთი ენერგეტიკის სფეროში ითანამშრომლებენ

„შეხვედრა მართლაც იგეგმება აპრილში, მხოლოდ ზუსტი თარიღის დასახელება ჯერ არ შეგვიძლია. ამასთან უნდა გვახსოვდეს, რომ აზერბაიჯანი სომხეთთან არ თანამშრომლობს, ამიტომ შეხვედრა ოთხმხრივი იქნება. ქართულმა მხარემ ამ პროექტთან დაკავშირებით უკვე გამართა მოლაპარაკებები ერევანში, თბილისში უნდა შედგეს ამ მოლაპარაკებების გაგრძელება“, — განაცხადეს სამინისტროში. 

2015 წლის დეკემბერში ერევანში საქართველოს, სომხეთის, ირანისა და რუსეთის ენერგეტიკის მინისტრების ოთხმხრივი შეხვედრა გაიმართა. მაშინ მხარეებს შორის ხელი მოეწერა მემორანდუმს ელექტროენერგიის ნაკადების მართვის დონის, ენერგოსისტემების მუშაობის ეფექტურობის, მათი უსაფრთხოებისა და საიმედოობის ამაღლების თაობაზე. 


ყველა ახალი ამბავი
0