18:25 24 თებერვალი 2018
პირდაპირი ეთერი
გიორგი ქადაგიძე

გიორგი ქადაგიძე მემუარების წერას ჯერ არ აპირებს

https://www.facebook.com/nbg.gov.ge
ეკონომიკა
მოკლე ბმულის მიღება
401

მიუხედავად იმისა რომ საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტები დადებითად აფასებდნენ ეროვნული ბანკის ხელმძღვანელის მოღვაწეობას, 2012 წელს ხელისუფლებაში მოსულ მმართველ კოალიცია „ქართულ ოცნებასთან“ მისი ურთიერთობა ვერ შედგა.

თბილისი, 25 თებერვალი — Sputnik. საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს წევრისა და მისი პრეზიდენტის გიორგი ქადაგიძის უფლებამოსილების ვადა დრეს დასრულდა. იგი საქართველოს ეროვნულ ბანკს 7 წლის მანძილზე ხელმძღვანელობდა. 

ქადაგიზე ეროვნული ბანკის პრეზიდენტად 2009 წლის 26 თებერვალს დანიშნეს. ბანკის ყოფილი ხელმძღვანელი განვლილ წლებს აფასებს როგორც საინტერესოს, თუმცა რთულს. 

„ძალიან საინტერესო, რთული, წინააღმდეგობებითა და მიღწევებით სავსე 7 (10) წელი იყო. იყო შეცდომებიც, მაგრამ, ვფიქრობ, რომ ბევრი შევძელით. ჯერ მხოლოდ ასე შევაფასებ, მემუარების წერა ძალიან ადრეა.

მადლობა ყველას მხარდაჭერის, გულშემატკივრობისა და კრიტიკისათვის“, — დაწერა ქადაგიზემ თავის Facebook-ის გვერდზე. 

წამყვანმა ბრიტანულმა ფინანსურმა ჟურნალმა The Banker, რომლის მფლობელია Financial Times Group, ქადაგიზე ევროპის ცენტრალური ბანკის საუკეთესო მმართველად დაასახელა. 

მიუხედავად იმისა რომ საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტები დადებითად აფასებდნენ ეროვნული ბანკის ხელმძღვანელის მოღვაწეობას, 2012 წელს ხელისუფლებაში მოსულ მმართველ კოალიცია „ქართულ ოცნებასთან“  მისი ურთიერთობა ვერ შედგა. კერძოდ, ქვეყნის ხელისუფლება სწორედ მას დებდა ბრალს ეროვნული ვალურის გაუფასურების დაწყებაში 2014 წლის ნოემბრიდან. 

ეროვნული ბანკის 7 კაციანი საბჭოს შემადგენლობაში, ქადაგიძის ვადის გასვლის შემდეგ, ერთი ადგილი ვაკანტური გახდა. საქართველოს პრეზიდენტმა ამ პოსტზე პარლამენტს უკვე წარუდგინა კობა გვენეტაძის კანდიდატურა, რომელსაც დეპუტატებმა საპარლამენტო კომიტეტების მოსმენაზე დაუჭირეს მხარი. მის კანდიდატურას პარლამენტი პლენარულ სხდომაზე მომავალ კვირას განიხილავს. 

 

მთავარი თემები