მედია: ღარიბაშვილი, შესაძლოა, საქართველოს ეროვნულ ბანკს ჩაუდგეს სათავეში

© facebook.com/GaribashviliOfficialირაკლი ღარიბაშვილი საგარეჯოელებთან შეხვედრაზე
ირაკლი ღარიბაშვილი საგარეჯოელებთან შეხვედრაზე - Sputnik საქართველო
გამოწერა
პოლიტიკოსები არაოფიციალურ საუბრებში ამბობენ, რომ ევროვნული ბანკის პრეზიდენტის თანამდებობაზე ღარიბაშვილის კანდიდატურა აქტიურად განიხილება, თუმცა ჯერჯერობით გადაწყვეტილი არაფერია.

თბილისი, 28 დეკემბერი — Sputnik. პრემიერ–მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა ირაკლი ღარიბაშვილმა, შესაძლოა, საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის პოსტზე ირაკლი ქადაგიძე შეცვალოს, — წერს ქართული მედია ორშაბათს, 28 დეკემბერს.  

საქართველოს ეროვნული ბანკის ამჟამინდელ პრეზიდენტს, ირაკლი ქადაგიძეს უფლებამოსილების ვადა 2016 წელს ეწურება. ამ თანამდებობაზე იგი მიხეილ სააკაშვილის მმართველობის პერიოდში დაინიშნა.  

გიორგი მარგველაშვილი - Sputnik საქართველო
გიორგი მარგველაშვილი ეროვნული ბანკის პრეზიდენტის შემცვლელს ეძებს

„პოლიტიკოსები არაოფიციალურ საუბრებში ამბობენ, რომ ევროვნული ბანკის პრეზიდენტის თანამდებობაზე ღარიბაშვილის კანდიდატურა აქტიურად განიხილება, თუმცა ჯერჯერობით გადაწყვეტილი არაფერია“, — იუწყება „პირველი რადიო“. 

მანამდე ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ ღარიბაშვილი კოალიცია „ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბს უხელმძღვანელებდა და მისი სიის პირველი ნომერიც იქნებოდა, მაგრამეს ინფორმაცია არ დადასტურდა. 

ამას გარდა, იყო საუბრები იმაზეც, რომ ღარიბაშვილი პარტია „ქართული ოცნება — დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარის პოსტსაც ტოვებდა. 

თავად ღარიბაშვილმა პრემიერ–მინისტრის პოსტიდან გადადგომის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ჯერჯერობით დასვენებას აპირებს. 

 

ყველა ახალი ამბავი
0