06:13 11 დეკემბერი 2017
პირდაპირი ეთერი
მოსავლის აღება

საქართველოში სოფლის მეურნეობა კვლავ პრიორიტეტული იქნება

© Sputnik/ Тарас Литвиненко
ეკონომიკა
მოკლე ბმულის მიღება
1701

მთავრობის პროგრამაში აღნიშნულია, რომ საქართველოს სოფლის მეურნეობის სტრატეგიული განვითარება ითვალისწინებს ისეთი გარემოს შექმნას, რომელიც დარგში კონკურენტუნარიანობის ამაღლებას, სასურსათო უსაფრთხოების უზრუნველყოფასა და სოფლად სიღარიბის დაძლევას შეუწყობს ხელს.

თბილისი, 28 დეკემბერი — Sputnik. სოფლის მეურნეობის განვითარება საქართველოს მთავრობის ერთ-ერთი ძირითადი პრიორიტეტია, რისი უპირველესი გარანტიაც მკაფიოდ განსაზღვრული აგრარული პოლიტიკა და სოფლის მეურნეობის სექტორის ფინანსური რესურსების მნიშვნელოვანი ზრდა იქნება. 

ამის შესახებ აღნიშნულია სამთავრობო პროგრამაში „ძლიერი, დემოკრატიული და ერთიანი საქართველოსთვის“, რომელიც საქართველოს პარლამენტს მთავრობის განახლებულ შემადგენლობასთან ერთად ნდობის მოსაპოვებლად წარედგინა.

პროგრამის თანახმად, საქართველოს სოფლის მეურნეობის სტრატეგიული განვითარება ითვალისწინებს ისეთი გარემოს შექმნას, რომელიც დარგში კონკურენტუნარიანობის ამაღლებას, სასურსათო უსაფრთხოების უზრუნველყოფასა და სოფლად სიღარიბის დაძლევას შეუწყობს ხელს.

ევროკავშირთან ასოცირების შესახებ შეთანხმების რეალიზების პროცესში რეფორმები კომპლექსურად, ყველა მიმართულებით გატარდება, განსაკუთრებით პროდუქტების უსაფრთხოების სფეროში. ქართველ მეწარმეებს საშუალება ექნებათ, საერთაშორისო და ევროპული სტანდარტები ეტაპობრივად დანერგონ. შედეგად ხარისხიანი პროდუქციის წარმოება და მიწოდების მასშტაბები გაიზრდება, რაც ევროპულ ბაზარზე კონკურენტუნარიანობის ამაღლებას შეუწყობს ხელს.

„აგრარული პოლიტიკის სტრატეგიის განხორციელების ფარგლებში: გადაწყდება მიწათსარგებლობის საკითხები; ამ მიმართულებით ხელი შეეწყობა სასოფლო-სამეურნეო მიწის ბაზრის განვითარებას; შეიქმნება ფერმერთა რეესტრი; სასოფლო-სამეურნეო სექტორი უზრუნველყოფილი იქნება მომსახურებითა და ნედლეულით; გაძლიერდება და განვითარდება სასოფლო-სამეურნეო საკრედიტო და სალიზინგო სისტემა; მცირე და საშუალო ფერმერები უზრუნველყოფილნი იქნებიან ხელმისაწვდომი ფულადი სახსრებით; გაიზრდება აგრარულ სექტორში მწარმოებლურობა, რენტაბელურობა და კონკურენტუნარიანობა; გაიზრდება სასოფლო-სამეურნეო წარმოებიდან მიღებული შემოსავლები“, — აღნიშნულია დოკუმენტში.

მთავრობა აცხადებს, რომ უკვე დაწყებულია აგრარული განათლებისა და მეცნიერების, კონსულტირებისა და ექსტენციის თანამედროვე სისტემების შექმნა, ეს სისტემა ეტაპობრივად გაძლიერდება და განვითარდება.

მთავრობის განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა თესლისა და ნერგის წარმოების განვითარების მხარდაჭერას და ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულება იქნება ფერმერული კოოპერატივების/ასოციაციების განვითარება.

სოფლის მეურნეობის დაფინანსების წყარო იქნება სახელმწიფობიუჯეტი, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და ცალკეული დონორი ქვეყნების მიერ გაცემული სესხები და გრანტები, კერძო ინვესტიციები (ადგილობრივიდაუცხოური).


მთავარი თემები