კოხტას მთაზე განახლებული საბაგირო გაიხსნა

© photo: Sputnik / Roman Denisov / გადასვლა მედიაბანკშიბაკურიანი
ბაკურიანი - Sputnik საქართველო
გამოწერა
კოხტას ტრასის საერთო სიგრძე 3 კილომეტრი და 100 მეტრია. ეს არის ამიერკავკასიაში უნიკალური საბაგირო შუალედური სადგურით, რაც საშუალებას აძლევს პროფესიონალ მოთხილამურეებს ისრიალონ ზედა, ხოლო დამწყებ მოთხილამურეებს ქვედა სასრიალო ტრასაზე.

თბილისი, 28 დეკემბერი — Sputnik. რვაწლიანი პაუზის შემდეგ, ბაკურიანში, კოხტას საბაგირო  გზა ოფიციალურად 27 დეკემბერს გაიხსნა, იუწყება ქართული მედია.

კოხტას ტრასის საერთო სიგრძე 3 კილომეტრი და 100 მეტრია. ეს არის ამიერკავკასიაში უნიკალური საბაგირო შუალედური სადგურით, რაც საშუალებას აძლევს პროფესიონალ მოთხილამურეებს ისრიალონ ზედა, ხოლო დამწყებ  მოთხილამურეებს ქვედა სასრიალო ტრასაზე. კოხტას გორასთან 500 ადამიანზე გათვლილი ინფრასტრუქტურა მოეწყო — სასტუმროები, აპარტამენტები, კოტეჯები, კვებისა და გართობის ობიექტები.

სასტუმრო ბაკურიანი - Sputnik საქართველო
ბაკურიანისა და მიტარბის განვითარებისთვის დაახლოებით 50 მლნ აშშ დოლარი გამოიყოფა

კოხტას საბაგირო გზის გახსნის ოფიციალურ ცერემონიალში მონაწილეობა მიიღეს საქართველოს პრემიერ-მინისტრობის  კანდიდატმა გიორგი კვირიკაშვილმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა დიმიტრი ქუმსიშვილმა, განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა თამარ სანიკიძემ, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა ტარიელ ხეჩიკაშვილმა, აგრეთვე სხვა სამთავრობო და ბიზნეს-სტრუქტურების ხელმძღვანელმა პირებმა. 

პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, ბაკურიანში ტურისტული ინფრასტრუქტურის მშენებლობა კოხტას საბაგიროს აშენებით არ დასრულდება. მისი თქმით, კოხტას მთა მომავალ წელს საბაგირო გზით კურორტ მიტარბის დაუკავშირდება. 

სვანეთი - Sputnik საქართველო
საქართველოს სამთო-სათხილამურო კურორტები ზამთრის სეზონისთვის ემზადებიან

ბაკურიანსა და მიტარბში საბაგირო გზების მშენებლობის პროექტზე საქართველოს ხელისუფლებამ 48 მლნ ლარი (20 მლნ აშშ დოლარი), ხოლო 70 მლნ ლარი (29,2 მლნ აშშ დოლარს) — კერძო ინვესტორმა გამოყო.

ბაკურიანის ტერიტორიაზე, კურორტ მიტარბში, სამშენებლო სამუშაოები ამ დრომდე გრძელდება. 2016 წლის აპრილში იქ საბაგირო გზა უკვე მზად იქნება. გარდა ამისა, ააშენებენ სასტუმროებსა და რესტორნებს.

საინვესტიციო კომპანია  GRDC  2016 წლიდან კოხტის მიმდებარე ტერიტორიაზე ააშენებს  500 საწოლზე გათვლილ  ოთხვარსკვლავიან სასტუმროსა და 2000 ლოგინზე გათვლილ აპარტ-ოტელს. მიტარბის საბაგიროს მშენებლობა  2016 წლის ბოლოს დასრულდება.

 


ყველა ახალი ამბავი
0