საქართველოდან ექსპორტის მოცულობა 23%–ით შემცირდა

© photo: Sputnik / Ruslan Krivobok / გადასვლა მედიაბანკშისაბაჟო ტერმინალი
საბაჟო ტერმინალი - Sputnik საქართველო
გამოწერა
საანგარიშო პერიოდში საქართველოს ექსპორტში ძირითადი ადგილი ფეროშენადნობებს, მსუბუქ ავტომობილებს, შავი ლითონის ჯართს, დამუშავებულ და ნახევრად დამუშავებულ ოქროს, თხილსა და კაკალს უკავია.

თბილისი, 28 დეკემბერი — Sputnik. მიმდინარე წლის იანვარ–ნოემბერში გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, საქართველოდან ქსპორტი 23%–ით შემცირდა და 2 მლრდ 019 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, — იუწყება „საქსტატი“.  

რეგიონში არსებული მძიმე ეკონომიკური მდგომარეობა ექსპორტიდან შემოსავლებზე უარყოფითად აისახა. კერძოდ, ექსპორტის კლება განაპირობა რუსეთსა და უკრაინაში განვითარეულმა პოლიტიკურ–ეკონომიკურმა მოვლენებმა, რის შედეგადაც მხოლოდ ღვინის ექსპორტი რუსეთში 54%–ით, ხოლო უკრაინაში 61%–ით შემცირდა.  

საანგარიშო პერიოდში საქართველოს ექსპორტში ძირითადი ადგილი ფეროშენადნობებს, მსუბუქ ავტომობილებს, შავი ლითონის ჯართს, დამუშავებულ და ნახევრად დამუშავებულ ოქროს, თხილსა და კაკალს უკავია. 

2015 წლის იანვარ–ნოემბერში ქვეყნიდან ექსპორტზე 240,4 მლნ აშშ დოლარის ღირებულების სპილენძი და კონცენტრატები გავიდა, რაც ექსპორტის საერთო მოცულობის 11,9%–ია და რაც 11,2 მლნ აშშ დოლარით ნაკლებია გასული წლის მაჩვენებელთან შედარებით. 

ქართული ღვინო - Sputnik საქართველო
საქართველოდან ღვინის ექსპორტი 44%–ით შემცირდა

საანგარიშო პერიოდში ქვეყნიდან ექსპორტზე გავიდა 185,7 მლნ აშშ დოლარის ღირებულების ფეროშენადნობები, რაც ექსპორტის საერთო მოცულობის 9,2%–ს შეადგენს და რაც 75,2 მლნ დოლარით ნაკლებია 2014 წლის იანვარ–ნოემბერთან შედარებით.  

მესამე ადგილი ექსპორტის სტრუქტურაში მსუბუქ ავტომობილებს უკავია. 2015 წლის იანვარ–ნომბერში ქვეყნიდან გატანილია 167.1 მლნ დოლარის ღირებულების მანქანა, რაც საერთო მოცულობის 8,3%–ია და რაც 325,5 მლნ აშშ დოლარით ნაკლებია წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელტან შედარებით.   

საკონტროლო–გამტარი პუნქტი კარწახი საქართველო–თურქეთის საზღვარზე - Sputnik საქართველო
საქართველოდან თურქეთში ექსპორტი 18%–ით შემცირდა

ექსპორტზე გავიდა 164,2 მლნ დოლარის აშშ ღირებულების თხილი და კაკალი, რაც საერთო ოცულობის 8,1%–ია და რაც 3,1 მლნ აშშ დოლარით მეტია 2014 წლის იანვარ–ნოემბერთან შედარებით.  

აღნიშნულ პერიოდში საქართველოდან ექსპორტზე გაიტანეს 73,4 მლნ აშშ დოლარის ღირებულების მონერალური წყალი, რაც საერთო მოცულობის 3,6%–ია და რაც 57,3 მლნ აშშ დოლარით ნაკლებია 2014 წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე. 

ნატურალური ღვინოების ექსპორტმა საანგარიშო პერიოდში 86,2 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც საერთო მოცულობის 4,3%–ია და რაც 70 მლნ აშშ დოლარით ნაკლებია გასული წლის იანვარ–ნოემბერთან შედარებთ. 


ყველა ახალი ამბავი
0