06:20 11 დეკემბერი 2017
პირდაპირი ეთერი
საერთაშორისო სავალუტო ფონდი

სსფ–მა რუსეთის მიმართ უკრაინის ვალის ოფიციალური სტატუსი ცნო

International Monetary Fund
ეკონომიკა
მოკლე ბმულის მიღება
301

რუსეთის წინაშე უკრაინის სამმილიარდიანი ვალის სტატუსისთვის კენჭისყრა დაუსწრებელ ფორმატში მიმდინარეობდა. ფონდის დირექტორებს მანამდე ჰქონდათ დაგზავნილი გადაწყვეტილების პროექტები.

თბილისი, 17 დეკემბერი — Sputnik. საერთაშორისო სავალუტო ფონდის (სსფ) დირექტორთა საბჭომ რუსეთის მიმართ უკრაინის 3 მლრდ დოლარის ოდენობის ვალი დაუსწრებლად ცნო სუვერენულ და არა კომერციულ ვალად, — იუწყება რუსული საინფორმაციო სააგენტო „რია ნოვოსტი“. 

„სსფ–ის დირექტორთა საბჭომ უკრაინის ვალი რუსეთის მიმართ ოფიციალურად  და არა კომერციულად აღიარა. გადაწყვეტილება დაუსწრებელ ფორმატში მიიღეს“, — განუცხადა „რია ნოვოსტის“ სსფ–ის წარმომადგენელმა. მისი თქმით, სსფ–ის დირექტორებს ელექტრონულად წინასწარ დაეგზავნათ გადაწყვეტილების პროექტი. წესების მიხედვით, თუ რომელიმე დირექტორი წინააღმდეგი იქნებოდა, აუცილებელი გახდებოდა კრების მოწვევა. 

დღის განმავლობაში არცერთ დირექტორს არ გამოუთქვამს საწინააღმდეგო აზრი. ასე რომ, გადაწყვეტილება ძალაში შესულად მიიჩნევა. 

სსფ–ის დირექტორთა საბჭომ 4 დეკემბერს აკრძალვა მოხსნა ქვეყნის დაფინანსების პროგრამის გაგრძელებას იმ შემთხვევაში, თუ მან სუვერენული ვალის მიმართულებით დეფოლტი დაუშვა, თუმცაღა, შეინარჩუნა სუვერენული ვალის დაფარვის პრიორიტეტი (კომერციული ვალის საპირისპიროდ). 

უკრაინული 3 მილიარდ დოლარიანი ევრობონდების დაფარვის უკანასკნელი ვადა 20 დეკემბერია. რუსეთმა მანამდე განაცხადა, რომ მზადაა მოახდინოს ამ ვალის რესტრუქტურიზაცია და 2016–2018 წლებში თითო–თითო მილიარდის გადახდის უფლება მისცეს უკრაინას, თუ მას მტკიცე გარანტად დაუდგებიან ევროკავშირი, აშშ ან რომელიმე საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტი. 

მაგრამ, როგორც რუსეთის ფინანსთა მინისტრი ანტონ სილუანოვი ამბობს, გასულ კვირაში უცხოელმა პარტნიორებმა უარი თქვეს ამგვარი გარანტიბეის გაცემაზე. ამის შემდეგ პრეზიდენტმა პუტინმა მინისტრთა კაბინეტს სასამართლოში საჩივრის შეტანა დაავალა, თუკი უკრაინა ვალს არ დაფარავს. 

 


მთავარი თემები