საქართველოში ფულადი გადმორიცხვები იანვარ–ნოემბერში 26%–ით შემცირდა

© photo: Sputnikაშშ–ის ვალუტა
აშშ–ის ვალუტა - Sputnik საქართველო
გამოწერა
ნოემბერში საქართველოში ელექტრონული სისტემის მეშვეობით 85,2 მლნ აშშ დოლარი შემოვიდა, რაც 19,1 მლნ აშშ დოლარით ნაკლებია 2014 წლის ნოემბერში გადმორიცხულ თანხაზე და 4,7 მლნ აშშ დოლარით ნაკლებია 2015 წლის ოქტომბერში შემოსული თანხის ოდენობაზე.

თბილისი, 17 დეკემბერი — Sputnik. 2015 წლის იანვარ-ნოემბერში ქართულ კომერციულ ბანკებში ფულადი გადარიცხვების ელექტრონული სისტემის საშუალებით საზღვარგარეთიდან 978 მლნ აშშ დოლარი გადმოირიცხა, რაც 346,7მლნ აშშ დოლარით, ანუ 26,2%–ით ნაკლებია გასული წლის იანვარ–ნოემბერში გადმორიცხულ თანხაზე, — აღნიშნულია საქართველოს ეროვნული ბანკის მასალებში.

ნოემბერში საქართველოში 85,2 მლნ აშშ დოლარი შემოვიდა, რაც 19,1 მლნ აშშ დოლარით ნაკლებია 2014 წლის ნოემბერში გადმორიცხულ თანხაზე და 4,7 მლნ აშშ დოლარით ნაკლებია 2015 წლის ოქტომბერში შემოსული თანხის ოდენობაზე.

სებ - Sputnik საქართველო
ეროვნულმა ბანკმა მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი 8.0%-მდე გაზარდა

2015 წლის იანვარ-ნოემბერში რუსეთიდან საქართველოში გადმოირიცხა 393,5 მლნ აშშ დოლარი, რაც გადარიცხვების ელექტრონული სისტემებით მიღებული ფულადი სახსრების საერთო მოცულობის 40,2%-ს შეადგენს. აშშ-იდან საქართველოში გადმოირიცხა 90,1 მლნ აშშ დოლარი (9,2%), საბერძნეთიდან — 111,3 მლნ აშშ დოლარი (11,4%), იტალიიდან — 96,7 მლნ აშშ დოლარი (9,9%).

 2015 წლის იანვარ-ნოემბრის პერიოდში საქართველოდან საზღვარგარეთ 138,3 მლნ აშშ დოლარი გადაიგზავნა, რაც 3,9 მლნ აშშ დოლარით ნაკლებია, ვიდრე 2014 წლის იანვარ-ნოემბრის პერიოდში.


ყველა ახალი ამბავი
0