მაღალმთიანი რეგიონებისთვის მეტი შეღავათის დაწესება შეიძლებოდა

© В. Наверианиსვანეთის მთები
სვანეთის მთები - Sputnik საქართველო
გამოწერა
1 იანვრიდან მაღალმთიან რეგიონებში შექმნილ ახალ საწარმოებს საგადასახადო შეღავათები დაუწესდებათ.

თბილისი, 16 დეკემბერი — Sputnik. „მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონით მინიჭებული შეღავათები ბიზნესისის სტიმულირებისთვის საკმარისი არ არის, განაცხადა ეკონომისტმა სოსო სიმონიშვილმა.

 „კანონით გათვალისწინებული შერავათები ვერ უქმნიან ბიზნესს საკმარის მოტივაციას. მაგალითად, საფრანგეთში სრულიად ათავისუფლებენ ყოველგვარი გადასახადისგან ნებისმიერ მეწარმეს, რომელიც მაღალმთიან რეგიონში სამუშაო ადგილს შექმნის. გარდა ამისა აძლევენ საშუალებას აიღონ გრძელვადიანი და დაბალპროცენტიანი კრედიტები. ჩვენთან ეს სისტემა პრაქტიკულად არ მუშაობს.“–აღნიშნა სოსო სიმონიშვილმა. 

მაღალმთიანი რეგიონი - Sputnik საქართველო
საქართველოს პარლამენტმა ”მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ” კანონი მიიღო

სიმონიშვილის თქმით, საქართველოს ხელისუფლება სწორი მიმართულებით მიდის, თუმცა სასურველი შედეგების მისაღწევას უფრო მეტის გაკეთებაა საჭირო.

1 იანვრიდან მაღალმთიან რეგიონებში შექმნილ ახალ საწარმოებს საგადასახადო შეღავათები დაუწესდებათ.

მთის განვითარების ეროვნული საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების საფუძველზე, საქართველოს 1600 დასახლებას მაღალმთიანი დასახლების სატუსი მიენიჭა. 

 "მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონით მინიჭებული ყველა შეღავათი მაღალმთიანი დასახლების სტატუსის მქონე დასახლებებზე და იქ მცხოვრებ 300 000-ზე მეტ მოსახლეზე 10 წლის განმავლობაში გავრცელდება. ამ სტატუსის მქონე დასახლებების რაოდენობა, კრიტერიუმების დაკმაყოფილების შემთხვევაში, 2016 წლის პირველ აპრილამდე შეიძლება გაიზარდოს. 

საქართველოს მთავრობა - Sputnik საქართველო
საქართველოს 1600 სოფელს მაღალმთიანი დასახლების სტატუსი მიენიჭა

გარდა ამისა, 2016 წლის 1 სექტემბრიდან ამოქმედდება სოციალური პაკეტი, რომლის მიხედვითაც გაიზრდება პედაგოგებისა და სამედიცინო პერსონალის ხელფასები, ხოლო პენსია 216 ლარი იქნება.

 

 

ყველა ახალი ამბავი
0