მცირე ბიზნესისათვის საგადასახადო შეღავათები წესდება

© photo: courtesy of Samegrelo-Zemo Svaneti regionთხილის საწარმო სენაკში
თხილის საწარმო სენაკში - Sputnik საქართველო
გამოწერა
შესაბამისი კანონპროექტი საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ მოამზადა და უახლოეს დღეებში საქართველოს პარლამენტში იქნება წარდგენილი.

თბილისი, 8 დეკემბერი — Sputnik.სახელმწიფო პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ ბენეფიციარები, რომლებიც მიკრო და მცირე ბიზნესის მხარდაჭერის კომპონენტის ფარგლებში გრანტის სახით 5 ათას ლარის იღებენ, გათავისუფლდებიან საშემოსავლო გადასახადისაგან, ამის შესახებ ეკონომიკის სამინისტრო იტყობინება. 

შესაბამისი კანონპროექტი საქართველოს  ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ მოამზადა და უახლოეს დღეებში საქართველოს პარლამენტში იქნება წარდგენილი. პროექტის თანახმად, ბენეფიციარისათვის გამოყოფილი  5 ათასი ლარი გრანტად ჩაითვლება და მეწარმეს არ მოუწევს მასზე  საშემოსავლო გადასახადის გადახდა. 

ამუშავდა ღვინის კასრების ახალი საწარმო

კანონპროექტის მიზანია — ხელი შეუწყოს სახელმწიფო პროგრამის „აწარმოე საქართველოში“  მიკრო და მცირე ბიზნესის მხარდაჭერის კომპონენტის განხორციელებას, სუბიექტ-მეწარმეებს, რეგიონალური ბაზრის განვითარებას და მოსახლეობის შემოსავლების ზრდას. 

„პროგრამის ამ ნაწილში უკვე გამოვლენილია 1300-ზე მეტი ბენეფიციარი. ხელშეკრულებები გაფორმდა 500 ბენეფიციართან.  მათ შორის 100-ზე მეტს უკვე დაერიცხა თანხა. ამ დროისათვის მიმდინარეობს 636 ბენეფიციართან ხელშეკრულებების გაფორმების პროცესი. საერთო თანხა 6,5 მილიონ ლარს შეადგენს. ეს ის ბიუჯეტია, რომელიც ამ მიზნით გამოიყო“, — იტყობინება ეკონომიკის სამინისტრო. 

საქართველოს მთავრობის სხდომა - Sputnik საქართველო
პროგრამას „აწარმოე საქართველოში“ ორი ქვეკომპონენტი ემატება

26 თვიანი პროგრამის ფარგლებში, ტრენინგებს გაივლის 6 ათასამდე ადამიანი. დაფინანსდება 3 ათასამდე ბიზნეს-იდეა და 5 ათასამდე ახალი სამუშაო ადგილი შეიქმნება. 

პროგრამის რეალიზაციის პირველ ეტაპზე,  8 ათასამდე განაცხადი,  12 500 ზე მეტმა ადამიანმა წარმოადგინა რეგიონებიდან. 

საქართველოს სხვადასხვა რეგიონში მიკრო და მცირე საწარმოების მხარდაჭერის პროგრამა 2015 წლის მარტიდან დაიწყო. 

 

ყველა ახალი ამბავი
0