საქართველოდან თურქეთში ექსპორტი 18%–ით შემცირდა

© Ministry of Finance of Georgia საკონტროლო–გამტარი პუნქტი "კარწახი" საქართველო–თურქეთის საზღვარზე
საკონტროლო–გამტარი პუნქტი კარწახი საქართველო–თურქეთის საზღვარზე - Sputnik საქართველო
გამოწერა
2015 წლის იანვარ–ოქტომბრის პერიოდში, 2014 წლის იანვარ-ოქტომბერთან შედარებით, თურქეთიდან საქართველოში იმპორტის მოცულობა 23%-ით შემცირდა (316,3 მლნ აშშ დოლარით) და დაახლოებით 1,1 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა.

თბილისი, 30 ნოემბერი — Sputnik. 2015 წლის იანვარ-ოქტომბერში, 2014 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, საქართველოდან თურქეთში ექსპორტის მოცულობა 18%-ით (35 მლნ აშშ დოლარით) შემცირდა და 160,5 მლნ აშშ დოლარზე მეტი — საქართველოს ექსპორტის მთლიანი მოცულობის 8,8% შეადგინა, იუწყება „საქსტატი“.

კერძოდ, 2015 წლის იანვარ-ოქტომბერში საქართველოდან თურქეთში რკინის ნახევარფაბრიკატები ექსპორტირებულია 19 მლნ აშშ ღირებულების, რაც 6,2 მლნ აშშ დოლარით ნაკლებია 2014 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე. საანგარიშო პერიოდში ელექტროენერგიის ექსპორტი 2 მლნ აშშ დოლარით გაიზარდა და დაახლოებით 17 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, ხოლო ტრიკოტაჟის პროდუქციის ექსპორტი 3,8 მლნ აშშ დოლარით გაიზარდა და 34,4 მლნ აშშ დოლარზე მეტი შეადგინა.

საზღვაო ხომალდი - Sputnik საქართველო
საქართველოდან ექსპორტი იანვარ–ოქტომბრის პერიოდში 24%–ით შემცირდა

საანგარიშო პერიოდში ასევე დაფიქსირდა თურქეთიდან საქართველოში იმპორტის მოცულობის შემცირება. 2015 წლის იანვარ–ოქტომბრის პერიოდში, 2014 წლის იანვარ-ოქტომბერთან შედარებით, თურქეთიდან საქართველოში იმპორტის მოცულობა 23%-ით შემცირდა (316,3 მლნ აშშ დოლარით) და დაახლოებით 1,1 მლრდ აშშ დოლარი – საქართველოს იმპორტის საერთო მოცულობის 17,3% შეადგინა.

2015 წლის იანვარ- სექტემბრის პერიოდში სამკურნალო საშუალებების იმპორტი 9 მლნ აშშ დოლარით გაიზარდა და 64 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, ხოლო სანიტარულ-ჰიგიენური პროდუქციის იმპორტი 3 მლნ აშშ დოლარით შემცირდა და 28 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. 

იმპორტ%

ნავთობის ტრანსპორტირება - Sputnik საქართველო
საქართველოში იმპორტი იანვარ–აგვისტოს პერიოდში 10%–ით შემცირდა

საანგარიშო პერიოდში პლასტმასის მილების იმპორტმა 32,4 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც გასული წლის იანვარ-ოქტომბერთან შედარებით, თითქმის 5 მლნ აშშ დოლარით მეტია, ხოლო შავი ლითონის კონსტრუქციების იმპორტი 3,4 მლნ აშშ დოლარით შემცირდა და 27,1 მლნ აშშ დოლარი შეადგინა.

2015 წლის იანვარ-ოქტომბრის პერიოდში საქართველოს მთავარი სავაჭრო პარტნიორი თურქეთია. მოცემულ პერიოდში საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვამ თურქეთთან 1,2 მლრდ აშშ დოლარზე მეტი შეადგინა, რაც 2014 წლის იანვარ-ოქტომბრის პერიოდთან შედარებით 22%-ით ნაკლებია. თურქეთთან ბრუნვამ საქართველოს მთლიანი საგარეო სავაჭრო ბრუნვის 15,3% შეადგინა.

 

 

 

ყველა ახალი ამბავი
0