კალანდაძე: “ სიგარეტის და სასმელის გაძვირება ბიუჯეტზე ნეგატიურად მომავალში აისახება“

© photo: Sputnik / Ruslan Krivobok / გადასვლა მედიაბანკშიСигареты. Архивное фото
Сигареты. Архивное фото - Sputnik საქართველო
გამოწერა
თუ კომპანიებს შეუმცირდებათ ადგილობრივ ბაზარზე თამბაქოს და ალკოჰოლიური ნაწარმის გაყიდვის მოცულობა და შესაბამისად შემოსავალიც, უკვე საშუალო და გრძელვადიან პერსპექტივაში შეიძლება ჩვენ დაგვიდგეს საგადასახადო შემოსალების შემცირების პრობლემა თავად ბიუჯეტში“– მიაჩნია ლევან კალანდაძეს.

თბილისი, 22 ნოემბერი — Sputnik. თამბაქოზე და ალკოჰოლურ სასმელებზე აქციზის განაკვეთის მატება პროდუქციას ბაზარზე 10 %–ით გააძვირებს, ვარაუდობს ეკონომისტი ლევან კალანდაძე.

„აქციზის გადასახადი ალკოჰოლურ სასმელებისა  და თამბაქოს ნაწარმის  ფასწარმოქმნაში მნიშვნელოვან კომპონენტს წარმოადგენს და აქედან გამომდინარე, ბუნებრივა მისი მატება პროდუქციის გაძვირებას გამოიწვევს. ჩემი ვარუდით არც სიგარეტის და არც სასმელის ფასი 10%–ზე მეტად არ უნდა გაიზარდოს“– აღნიშნა ლევან კალანდაძემ.

ექსპერტის აზრით, იმის მოლოდინი, რომ ფასების ზრდა მნიშვნელოვნად შეამცირებს თამბაქოს ნაწარმის მომხმარებელთა რაოდენობას, ალბათ არ იქნებოდა სწორი, მაგრამ შეიძლება მოხდეს სამომხმარებლო ქსელის გარკვეული კორექტირება და სრულიად შესაძლებელია მომხმარებელთა აბსოლუტურმა უმრავლესობამ დაბალფასიან სეგმენტში გადაინაცვლოს. საბოლოო ჯამში ეს არის გარკვეული შემოსავლების შემცირების მანიშნებელი ფაქტორი. 

სიგარეტი ძვირდება - Sputnik საქართველო
პარლამენტი თამბაქოზე და ალკოჰოლზე აქციზის გაძვირებაზე იმსჯელებს

 „თუ კომპანიებს შეუმცირდებათ ადგილობრივ ბაზარზე თამბაქოს და ალკოჰოლიური ნაწარმის გაყიდვის მოცულობა და შესაბამისად შემოსავალიც, უკვე საშუალო და გრძელვადიან პერსპექტივაში შეიძლება ჩვენ დაგვიდგეს საგადასახადო შემოსალების შემცირების პრობლემა თავად ბიუჯეტში. თუმცა მოკლევადიან პერიოდში კი შეიძება ამან ფისკალური ეფექტიც იქონიოს და ბიუჯეტში ერთბაშად გარკვეული თანხების მობილიზება ერთბაშად მოხდეს.“– მიაჩნია ლევან კალანდაძეს.

 ეკონომისტი არც კონტრაბანდული საქონლის დიდი ოდენობით გამოჩენას ვარაუდობს, რადგან მაგალითად 2 ლარიანი სიგარეტის 20 თთრით გაძვირება, არ არის ის მაჩვენებელი, რომელმაც  შეიძლება კონტრაბანდული საქონლის შემოტანის რისკები გადაწონოს. თუმცა ეს სამართალდამცავებს არხეინად ყოფნის საფუძველს არ აძლევს. 

 რაც შეეხება პოზიტიურ მხარეებს, ექსპერტი ვარაუდობს, რომ  ეს აქცია შეიძლება თამბაქოს მომხმარებელთა რაოდენობის კლებისკენ იქნება მიმართული, რადგან საკმაოდ ბევრ ქვეყანაში აქციზის გადასახადი თამბაქოს მოხმარების გარკვეული შემაფერხებელი ფაქტორია. 

 „საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი რომელიც  2016 წლის 1 იანვრიდან თამბაქოს პროდუქციასა და ალკოჰოლურ სასმელებზე  აქციზის განაკვეთის მატებას ითვალისწინებს, საქართველოს პარლამენტმა უნდა განიხილოს.   

 ფინანსთა სამინისტროს ცნობით, კანონპროექტის მიღების მიზანია თამბაქოს კონტროლის ღონისძიებების გამკაცრება, ევროკავშირის კანონმდებლობასთან დაახლოება და ალკოჰოლურ სასმელებზე აქციზის განაკვეთის ოპტიმიზაცია.

 „საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტის მიხედვით, 2016 წლის 1 იანვრიდან აქციზის ფიქსირებული განაკვეთის ზრდა დაგეგმილია: ფილტრიან სიგარეტზე (20 ღერზე) —  0,20 ლარის ოდენობით;უფილტრო სიგარეტზე (20 ღერზე) — 0,05 ლარის ოდენობით;სიგარებზე ერთ ღერზე  და სიგარალებზე 20 ღერზე — 0.4 ლარით;ყალიონით მოსაწევ და საღეჭ ან საყნოს თამბაქოზე 1 კგ-ზე —  5 ლარით.ფილტრიან და უფილტრო სიგარეტზე (20 ღერზე) აქციზის პროპორციული განაკვეთი იზრდება 5 დან 10 პროცენტამდე.ასევე 2016 წლის 1 იანვრიდან  ვისკიზე, რომზე და ტაფიაზე, ჯინისა და ღვიის ნაყენზე აქციზის განაკვეთის 10 ლარიდან 15 ლარამდე, ხოლო  სხვა ალკოჰოლურ სასმელებზე და ეთილის სპირტზე (გარდა, ყურძნის ღვინის ან ჭაჭის დისტილაციით მიღებული სპირტის ნაყენებისა,ლიქიორებისა და ზოგიერთი სხვა დაბალ ალკოჰოლური სასმელისა), აქციზის განაკვეთი გაიზრდება —  10 ლარამდე.


ყველა ახალი ამბავი
0