„იდუმალმა სტუმარმა“ აჭარის ტურისტული ობიექტები დაათვალიერა

© RIA Novosti . Бесик Пипияბათუმი
ბათუმი - Sputnik საქართველო
გამოწერა
კვლევა სულ 150 ობიექტში ჩატარდა, მათ შორის 15 ტურისტულ სააგენტოში, 60 კვებისა და 75 განთავსების ობიექტში.

თბილისი, 13 ნოემბერი — Sputnik. მიმდინარე  წლის ზაფხულში აჭარის  ტურიზმისა  და  კურორტების  დეპარტამენტმა რეგიონის  ტურისტულ  ობიექტებში  მომსახურების  კვლევა  „იდუმალის  სტუმრის“  მეთოდით განახორციელა, —განაცხადეს დეპარტამენტში.

კვლევა  ითვალისწინებდა სერვისის  ხარისხის  დონის  დადგენას ტურისტულ  სააგენტროებში,  განთავსებისა  და  კვების ობიექტებში.

კვლევა სულ 150 ობიექტში ჩატარდა, მათ შორის 15 ტურისტულ სააგენტოში, 60 კვებისა და 75 განთავსების ობიექტში. შედეგად, სერვისის სფეროში მომსახურების კუთხით გამოვლინდა როგორც დადებითი, ისე უარყოფითი ფაქტორები.

 „იდუმალი სტუმრის“ მეთოდით ჩატარებული კვლევით შესაძლებელი გახდა არსებული პრობლემატიკის დადგენა, სარეკომენდაციო წინადადებების 

ქართული ღვინო - Sputnik საქართველო
რუსმა ტურისტებმა ქართულ სამზარეულოს მოფლიოში მეორე ადგილი მიანიჭეს

შემუშავება და ტურისტული სერვისის სფეროს წარმომადგენლებისთვის განკუთვნილი საკონსულტაციო ცენტრისთვის საკითხების განსაზღვრა.

რეგიონულ ტურისტულ უწყებაში აღნიშნეს, რომ გასულ წელთან შედარებით, აჭარაში საგრძნობლად იმატა როგორც განთავსების ობიექტებმა, ისე განთავსების  ადგილებმა.

2015 წლის იანვარ–აგვისტოში რეგიონში 16 ახალი სასტუმრო (686 სასტუმრო ნომერი, 1200–მდე ადგილი) აშენდა. ამ ეტაპზე განთავსების რეგისტრირებული ობიექტების სრული აღწერა და უცხოელი ტურისტების ბაზრის შესწავლა მიმდინარეობს.

 

 

ყველა ახალი ამბავი
0