გრიგორიევი: რუსეთი მზადაა საქართველოდან საექსპორტო ყველა საქონელი შეისყიდოს

© photo: Sputnikლეონიდ გრიგორიევი
ლეონიდ გრიგორიევი - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოში ვიზიტის ფარგლებში გრიგორიევი კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტსა და ქართულ-ამერიკულ უნივერსიტეტში (გაუ) წაიკითხავს ლექციას თემაზე: „2015 წელს რუსეთის ფედერაციის ეკონომიკური მდგომარეობა დასავლეთის მხრიდან სანქციებისა და ენერგობაზარზე არასტაბილური ვითარების პირობებში“.

თბილისი, 3 ნოემბერი — Sputnik. რუსეთი მზადაა საქართველოდან საექსპორტო ყველა საქონელი შეისყიდოს, განაცხადა რუსეთის ეროვნულ კვლევით უნივერსიტეტთან არსებული „ეკონომიკის უმაღლესი სკოლის“ მსოფლიო ეკონომიკის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა  ლეონიდ გრიგორიევმა „რია ნოვოსტის“ თბილისის საერთაშორისო პრესცენტრში გამართულ პრესკონფერენციაზე სამშაბათს, 3 ნოემბერს.

საქართველოში ვიზიტის ფარგლებში  გრიგორიევი კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტსა და ქართულ-ამერიკულ უნივერსიტეტში (გაუ) წაიკითხავს ლექციას თემაზე:  „2015 წელს რუსეთის ფედერაციის ეკონომიკური მდგომარეობა დასავლეთის მხრიდან სანქციებისა და ენერგობაზარზე არასტაბილური ვითარების პირობებში“. ღონისძიების ორგანიზატორი ქართულ-რუსული საზოგადოებრივი ცენტრია.

„რუსეთი, პირველ ყოვლისა უნდა განვიხილოთ როგორც დიდი ბაზარი და არა როგორც ფარდული ღვინის, თხილისა და ჩურჩხელის გასაყიდად. დიდი ბაზარი, სადაც ქართულ კულტურას ყოველთვის თბილად ხვდებიან. ვფიქრობ, რუსეთის ბაზარი საქართველოს არა მარტო როგორც სავაჭრო ობიექტი სჭირდება, ამიტონ ჩვენ ყველაფერს ვიყიდით, რასაც თქვენ აწარმოებთ. დასვენება, კულტურული სფერო, ტურიზმი — ეს ძალზე მნიშვნელოვანია. მგონია, ჩვენი ქვეყნების ეკონომიკური ურთიერთობის ეს ნაწილი საქართველოსთვის გაცილებით მნიშვნელოვანია და მეტად პერსპექტიული. აუცილებელია ქართული კულტურის ელემენტების რუსეთის ცხოვრებაში, რუსულ საზოგადოებასა და კულტურაში შენარჩუნება“, — აღნიშნა გრიგორიევმა.   

საქართველო-რუსეთს შორის ურთიერთობის ნორმალიზება 2012 წლის შემდეგ მნიშვნელოვან საკითხად იქცა და ეს განსაკუთრებით ადამიანურ ურთიერთობებს ეხება, აღნიშნა მან.

„რა თქმა უნდა, ურთიერთობები დაძაბულია, თუმცა, ისტორია გვიჩვენებს, რომ ცხოვრება ადამიანებსა და ვაჭრობაზეა დამოკიდებული. ამიტომ, მგონია, თუ კულტურულ კავშირსა და ადამიანურ ურთიერთობებს შევინარჩუნებთ და ვაჭრობის სფეროს განვავითარებთ, მაშინ სხვა დანარჩენი საკითხები ეტაპობრივად მოგვარდება. საქართველოს მთლიანი ექსპორტი დღეს 3 მილიარდი, ხოლო იმპორტი 9 მილიარდია“, — განმარტა გრიგორიევმა.

თავის მხრივ  რეგიონული უსაფრთხოების კავკასიის ინსტიტუტის დირექტორმა ალექსანდრ რუსეცკიმ აღნიშნა, რომ პრობლემები, რომლებიც დღეს კონფლიქტის ზონებში არსებობს, ენერგორესურსებთანაა დაკავშირებული.

სერგეი მარკედონოვი - Sputnik საქართველო
მარკედონოვი: კავკასიის პრობლემები არასტანდარტულად გადაჭრას მოითხოვს

„ამ ეტაპზე ენერგორესურსების კონტროლის გლობალური გადანაწილება მიმდინარეობს. და ამ შეხვედრისა და ვიზიტის მთავარი ამოცანა მდგომარეობს იმაში, რომ ვიპოვოთ შეხების წერტილები და მაქსიმალურად დავიცვათ ჩვენი საზოგადოება საფრთხეებისგან, შევიმუშაოთ  მოსალოდნელი საერთაშორისო საფრთხეების შემაკავებელი მექანიზმები. და ამასთანავე ვისაუბროთ და ვიფიქროთ ქართულ-რუსულ ურთიერთობებზე ეკონომიკის, კერძოდ, ენერგეტიკის სფეროში“, — განაცხადა რუსეცკიმ. 

მისი სიტყვებით, პროგრამის მთავარი მიზანი — ქართველი და რუსი ექსპერტების ურთიერთობების გაღრმავებაა სამეცნიერო, საუნივერსიტეტო და ანალიტიკოსთა წრეების დონეზე, რაც შესაბამისად, ხელს შეუწყობს ორი ქვეყანას შორის ურთიერთობების დასტაბილურებას. 

 


ყველა ახალი ამბავი
0