07:48 23 სექტემბერი 2017
პირდაპირი ეთერი
თხილის გადამამუშავებელი საწარმო სენაკში

სენაკში თხილისა და კაკლის გადამამუშავებელი საწარმო გაიხსნა

https://www.facebook.com/samegrelozemosvanetismxare/
ეკონომიკა
მოკლე ბმულის მიღება
7001

ახალი საწარმოს ინვესტიციების მოცულობამ 350 ათასი დოლარი შეადგინა. აქედან 250 ათასი დოლარი შეღავათიანი აგროკრედიტის ფარგლებში გამოიყო, ხოლო დანარჩენ ი100 ათასი დოლარი კერძო ინვესტიაციაა.

თბილისი, 3 ნოემბერი — Sputnik. სენაკში თხილისა და კაკლის გადამამუშავებელი საწარმო გაიხსნა. საწარმოს მშენებლობა, რომლის სახელწოდებაცაა „ვაგო“, პროგრამული შეღავათიანი აგროკრედიტის ფარგლებში დაფინანსდა, — იუწყება სამეგრელო–ზემო სვანეთის გუბერნატორის ადმინისტრაცია. 

ახალი საწარმოს ინვესტიციების მოცულობამ 350 ათასი აშშ დოლარი შეადგინა. აქედან 250 ათასი აშშ დოლარი შეღავათიანი აგროკრედიტის ფარგლებში გამოიყო, ხოლო დანარჩენი 100 ათასი აშშ დოლარი კერძო ინვესტიციაა. საწარმოს მფლობელი ბიზნესმენი ვახტანგ ადამია გახლავთ. 

„ვაგოს“ მშენებლობა 2014 წლის დეკემბერში დაიწყო. საწარმოში დამზადებული პროდუქცია ევროპულ ბაზარზე გავა ექსპორტზე. „ვაგოში“120 ადგილობრივია დასაქმებული. 

შეღავათიანი აგროკრედიტირების ფარგლებში გამოყოფილია 613,4 მლნ ლარის ოდენობის 24 449 სესხი, — ნათქვამია სამთავრობო პროგრამაში „ძლიერი, დემოკრატიული და ერთიანმი საქართველოსთვის“, რომელიც პარლამენტში მიმდინარე წლის სექტემბერში წარადგინეს. 

გადამამუშავებელი საწარმოების თანადაფინანსების ფარგლებში დამტკიცებულია 26 პროექტი, რომელთა საერთო თანხა 17,3 მლნ ლარს შეადგენს. აქედან 6.4 მლნ აშშ დოლარი სახელმწიფო თანადაფინანსების წილად მოდის. 

2014–2015 წლებში სულ თანადაფინანსების სახით გაცემულია 2,3 მლნ აშშ დოლარის ეკვივალენტი ეროვნულ ვალუტაში. 

გადამამუშავებელი საწარმოების თანადაფინანსებისა და შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტების ფარგლებში სულ დაფინანსებულია 132 ახალი საწარმო. 

„შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტის“ განხორციელება 2013 წლის 27 მარტს დაიწყო და მასში 13 ბანკი, ორი მიკროსაფინანსო ორგანიზაცია და ორიც ლიზინგური კომპანია მონაწილეობს. 


მთავარი თემები