ამარანტი- ჯანსაღი ორგანული პროდუქტი

© http://amarant-ukr.spravka.ua/photo/4451.htmlამარანტის ნათესი
ამარანტის ნათესი - Sputnik საქართველო
გამოწერა
მარცვლეულის შენახვა-გადამუშავებისა და მიკრო-მაკრო ეკონომიკის სპეციალისტი ნიკოლოზ ბერიძე 5 გამოგონებისა და 15- მდე იდეის ავტორია, თუმცა დაუფინანსებლობის გამო, ეს პროექტები როგორც საჭიროა, იმ მასშტაბებით ვერ ხორციელდება.

   ლალი ნოზაძე                                                        

 ჩვენ ხშირად ვცდილობთ ისეთი ახალი პროექტების შესახებ გესაუბროთ, რომელთა დანერგვაც სოფლის მეურნეობაში ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტს და წარმოების ზრდის საშუალებას იძლევა. მარცვლეულის შენახვა-გადამუშავებისა და მიკრო-მაკრო ეკონომიკის სპეციალისტი ნიკოლოზ ბერიძე  5 გამოგონებისა და 15- მდე იდეის ავტორია, თუმცა დაუფინანსებლობის გამო, ეს პროექტები როგორც საჭიროა, იმ მასშტაბებით ვერ ხორციელდება. საქართველოში ამარანტის წარმოების  ფართო მასშტაბით დანერგვა და განხორციელება ნიკოლოზ ბერიძისთვის ამ ეტაპზე უპირველესი და უმნიშვნელოვანესი საქმეა. 

 —ბატონო ნიკოლოზ, რა არის ამარანტი და რა მნიშვნელობა აქვს საქართველოში მისი წარმოების ფართოდ დანერგვას?

 - დავიწყებ იმით, რომ მცენარე ამარანტი საქართველოში დეკორატიული და სარეველას სახითაა გავრცელებული. მისი ქართული სახელწოდებაა „ჯიჯლაყა“, თვითმავალა და ა.შ. ეს ენდემური აწ მეტ-ნაკლებად დაკარგული ჯიშია, რომელიც  როგორც ადამიანის, ასევე ცხოველების საკვებად გამოიყენება. მისგან მზადდება სილოსი, სამკურნალო ჩაი, ასევე მცენარეული ფქვილი, ზეთი. ამარანტისაგან გამოხდილი ზეთი და ჩაი გამოიყენება კულინარიაში, მისგან ბოსტნეულისა და ხილის მარინადების ამზადებენ. იგი ასევე წამლადაც გამოიყენება და მედიცინაში  სკვალენის ეთერზეთის მაღალი შემცველობის გამო უნიკალურია, რადგან ძალიან ბევრ დაავადებას კურნავს. ამ დაავადებათა შორისაა: ეგზემა, პარადონტოზი, კატარაქტა, ბავშვებში შარდის შეუკავებლობა, დერმატოლოგია, ანემია, ავიტამინოზი, ონკოლოგიური დაავადებები, ქიმიოთერაპიის შედეგები, სახსრების ტკივილი, ნევროზი, პროსტატიტი, ურეთრიტი, ცისტიტი, ვაგინიზმი, კოლიტი, დიაბეტი, ცხიმიანობა, ის ამყარებს იმუნურ სისტემას და, ა.შ. დიეტოლოგიასა და კოსმეტიკაში გამოიყენება, როგორც გამაახალგაზრდავებელი საშუალება.

ჯიჯლაყა - ამარანტი - Sputnik საქართველო
"სიმდიდრე" რომელსაც ვერ ვამჩნევთ და ვერც ვიყენებთ

 — წარმოუდგენელია, რომ მცენარე, რომელსაც როგორც სარეველას თხრიდნენ და ცხოველების გამოსაკვებად იყენებდნენ, იშვიათად კი მხალს ამზადებდნენ,- ასეთი დიდი სიკეთის მომტანია.

 - დიახ, ამარანტს ბუნებაში არ გააჩნია კონკურენტები, მისი ნაზი ფოთლები სავსეა მიკრო და მაკრო-ელემენტებით. მაგალითისათვის, ამ მცენარისაგან დამზადებული ზეთი სასარგებლო თვისებების გამო აშშ-ში უკვე აქტიურად მოიხმარება და 10მლ-ის. ფასი18$ შეადგენს. ამარანტის ეს ჯიში 18-30% მაღალხარისხოვანი ცილისგან შედგება, რომელიც ხარისხის შკალით მიახლოვებულია კვერცხის ცილასთან და 100 ქულით  ფასდება. მასში ხორბალსა და სიმინდთან შედარებით 2.5 და 3.5-ჯერ მეტი ამინომჟავაა. იგი ადამიანის ორგანიზმის მიერ ადვილად გადამუშავდება. 1ჰა-ზე 100-300ტონა მოსავალი და 2-4 ტ. სანერგე თესლი მოდის. ცხოველებს, რომლებსაც საკვებში უმატებენ ამ მცენარის 25% —ს- წონაში იმატებენ. 2-3 ძროხის გამოსაკვებად წელიწადში საკმარისია 600 კვ.მ-ზე მოყვანილი სილოსის მასა, ფრინველი სწრაფად იზრდება, მატულობს, კვერცხდება. არსებული მონაცემებით ანალოგი პროდუქცია საქართველოს ბაზარზე არ არსებობს. აშშ-სა და კანადაში ის ჯანსაღი ორგანული პროდუქტების სიაშია შეყვანილი.

- ბატონო ნიკოლოზ წელიწადში რამდენჯერ ითესება ამარანტი?

- ითესება მაშინ, როცა მიწა 10 გრადუსამდე გათბება. პირველი მოსავალი 4 თვეში,  -ივნისის ბოლოს აიღება, მეორე მოსავალი კი, — ოქტომბრის ბოლოსა და ნოემბრის დასაწყისში. 

 - რა არის საჭირო ამარანტის წარმოების დასაწყებად?

 — სამუშაობების ჩატარების მიზნით, ფერმერთა დასახმარებლად მცენარის თესლის სხვა ჯიშების შესყიდვაში, გამრავლებასა და გაყიდვაში სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან არსებული, მრავალდარგობრივი სასოფლო-სამეურნეო შპს უნდა შეიქმნას. მეცხოველეობის განსავითარებლად, საჭიროა, შესაბამისი შენობების აშენება და საჯიშე ცხოველების შესყიდვა, წისქვილისა და მისი ფუნქციონერებისთვის საჭირო შენობა-ნაგებობების აშენება, სპეციალისტებთან კონსულტაცია, თუ საჭირო იქნა, კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით, თანამშრომლების მივლინება სასწავლებლად, ან შესაბამისი სპეციალისტების მოწვევა.

 - ბატონო ნიკოლოზ, თქვენს რამდენიმე გამოგონებებზე რას გვეტყვით?

 - ერთ-ერთი ჩემი გამოგონება დასილოსებას ეხება. გარკვეული მცენარეებისთვის შესაფერისი კონსერვანტი გამოიყენება და ზამთარში ინახება, აგრეთვე მაქვს გამოგონება ტომრებში დასასილოსებელი დანადგარის, რომელიც მისწრებაა დასავლეთ საქართველოსთვის, სადაც სიმინდის ღეროს 10%-ი ხეზეა აწყობილი და გლეხებს უფუჭდებათ. არ ვიქნები ამბიციური, მაგრამ ვიტყვი, რომ თუკი საშუალება მომეცემა, — საქართველოს ეკონომიკის განვითარება- წამოწევაში ლომის წილს შევიტანდი.

 

 

 

რედაქცია შესაძლოა არ ეთანხმებოდეს ავტორის მოსაზრებას!


ყველა ახალი ამბავი
0