07:48 23 სექტემბერი 2017
პირდაპირი ეთერი
თბილისი

საქართველოში 9 თვის მონაცემებით ეკონომიკურმა ზრდამ 2,7% შეადგინა

© Sputnik/
ეკონომიკა
მოკლე ბმულის მიღება
5 0 0

2015 წლის სექტემბერში სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსულობებმა 820, 8 მლნ ლარი შეადგინა, რაც 229,4 მლნ ლარით მეტია აგვისტოს თვის მონაცემთან შედარებით.

თბილისი, 3 ნოემბერი — Sputnik. საქართველოს ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელმა 2015 წლის სექტემბერში  2014 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 2,2% შეადგინა, იუწყება სტატისტიკის ეროვნული სამსახური „საქსტატი“.

ქვეყნის ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელმა 2015 წლის იანვარ-სექტემბრის პერიოდში, 2014 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 2,7% შეადგინა.

2015 წლის სექტემბერში სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსულობებმა 820, 8 მლნ ლარი (342 მლნ აშშ დოლარი) შეადგინა, რაც 229,4 მლნ ლარით (96 მლნ აშშ ფოლარი) მეტია აგვისტოს თვის მონაცემთან შედარებით.

2015 წლის სექტემბერში სახელმწიფო ბიუჯეტის გასავალმა 710,2 მლნ ლარი (296 მლნ აშშ დოლარი) შეადგინა მაშინ, როდესაც აგვისტოს თვეში სახელმწიფო ბიუჯეტის გასავალი 623 მლნ ლარი (260 მლნ აშშ დოლარი) იყო.


მთავარი თემები