ბუდაპეშტში საქართველო-უნგრეთის მთავრობათაშორისო კომისიის მესამე სხდომა გაიმართა

© photo: Sputnik / Yuri Somov / გადასვლა მედიაბანკშიბუდაპეშტი
ბუდაპეშტი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ეკონომიკური კომისიის სხდომის პარალელურად გაიმართა სოფლის მეურნეობისა და ტურიზმის საკითხებში სამუშაო ჯგუფების შეხვედრები, სადაც მხარეებმა განიხილეს მომავალი თანამშრომლობის სამოქმედო გეგმა.

თბილისი, 3 ნოემბერი — Sputnik. საქართველო-უნგრეთის მთავრობათაშორისო ეკონომიკური კომისიის მესამე სხდომა ბუდაპეშტში გაიმართა, რომელზეც მხარეებმა სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის საკითხებში გარკვეულ პროგრესს მიაღწიეს, ნათქვამია საქართველოს ეკონომიკის სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

სხდომის ფარგლებში მხარეებს შორის განხილული  იქნა თანამშრომლობის პერსპექტივები ისეთ სფეროებში, როგორიცაა: ვაჭრობა და ინვესტიციები, სტანდარტიზაცია, შესაბამისობის შეფასება და მეტროლოგია, აკრედიტაცია, სტატისტიკა, კავშირგაბმულობა, ინოვაციები, ენერგეტიკა, გარემოს დაცვა, რეგიონული განვითარება და ინფრასტრუქტურა, ინტელექტუალური საკუთრება, განათლება, კულტურა, ევროინტეგრაცია და სხვა. 

სხდომა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის, გენადი არველაძისა და უნგრეთის საგარეო საქმეთა და ვაჭრობის მინისტრის მოადგილის, ლასლო საბოს თანათავმჯდომარეობით ჩატარდა, რომლის ფარგლებშიც ხელი მოეწერა კომისიის სხდომის ოქმს. 

Михаил Саакашвили - Sputnik საქართველო
უნგრეთი მხარს უჭერს საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე

კომისიის სხდომის პარალელურად გაიმართა სოფლის მეურნეობისა და ტურიზმის საკითხებში სამუშაო ჯგუფების შეხვედრები, სადაც მხარეებმა განიხილეს მომავალი თანამშრომლობის სამოქმედო გეგმა. ქართული დელეგაციის ვიზიტის ფარგლებში შედგა შეხვედრა უნგრული Exim Bank-ის ხელმძღვანელობასთან,  სადაც საქართველოში  შესაძლო საინვესტიციო პროექტების პრეზენტაცია გაიმართა. მხარეები შეთანხმდნენ, რომ შეისწავლიან წარმოდგენილ პროექტებს, რათა  გამოავლინონ შესაძლო დაფინანსების ობიექტები. 

 

ვიზიტის ფარგლებში ასევე შედგა „საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის“ ხელმძღვანელის შეხვედრა წამყვანი უნგრული კომპანია „Budapest Waterworks“-ის წარმომადგენლებთან, სადაც მხარეებმა  სამომავლო თანამშრომლობის მიმართულებებზე ისაუბრეს. 


ყველა ახალი ამბავი
0