17:21 25 სექტემბერი 2017
პირდაპირი ეთერი
ტრანსნავთობი

„სოკარმა“ კახეთში ახალი გაზსადენი ააშენა

© Sputnik/ Алексей Бабушкин
ეკონომიკა
მოკლე ბმულის მიღება
2617 0 0

კახეთში 1088 კმ სიგრძის გაზსადენის აშენების შედეგად, გაზიფიცირებულია 35 ათას 132 აბონენტი. დღეისათვის რეგიონში დარეგისტრირებულია 62 ათას 152 აქტიური აბონენტი.

თბილისი, 22 ოქტომბერი  — Sputnik. „სოკარმა“ აღმოსავლეთ საქართველოში ახალი გაზსადენი ააშენა. გაზსადენი ენერგეტიკის მინისტრმა კახა კალაძემ გახსნა კომპანია „სოკარ ჯორჯიას“ წარმომადგენლებთან ერთად სოფელ მანავში, — იუწყება საქართველოს ენერგეტიკის სამინისტრო

სოფელ მანავში დასრულდა გაზიფიცირება. აშენებულია 39 კმ სიგრძის საშუალო წნევის გაზსადენი. შესრულებული სამუშაოების შედეგად 1200 პოტენციურ აბონენტს შეუძლია მიუერთდეს 

გაზის საერთო ქსელს.  

ამას გარდა, ენერგეტიკის მინისტრმა დაათვალიერა ახალი გაზსადენი სოფლებში — პატარა და დიდ ჩაილურსა და თოხლიაურში. 

ამ სამი სოფლის გაზიფიცირებისთვის გაყვანილია 45.1 კმ სიგრძის გაზსადენი. ახლა ბუნებრივი გაზის მიღება 1324 ოჯახს შეუძლია. დღეისათვის ამ სოფლებში ბუნებრივი გაზი შეყვანილი აქვს 1190 ოჯახს. 

საგარეჯოს მუნიციპალიტეტში უკვე აშენებულია საშუალო წნევის გაზსადენი, რომლის სიგრძე 226 კმ–ა და გაზიფიცირებულია 5 300 აბონენტი. ამ მომენტისთვის  „სოკარ ჯორჯია“ 

აღნიშნულ მუნიციპალიტეტში 11 331 აქტიურ აბონენტს ემსახურება. 

კახეთში 1088 კმ სიგრძის გაზსადენის აშენების შედეგად, გაზიფიცირებულია 35 ათას 132 აბონენტი. დღეისათვის რეგიონში დარეგისტრირებულია 62 ათას 152 აქტიური აბონენტი.

1 ოქტომბრის მონაცემებით, „სოკარ ჯორჯიას“ მთელი საქართველოს მასშტაბით აშენებული აქვს 5 ათას 150 კმ სიგრძის გაზსადენი და ბუნებრივი აირით უზრუნველყოფილი ჰყავს 207 ათას 989 აბონენტი. 


მთავარი თემები