ლევან კალანდაძე „საქართველოში დღეს სასტარტო კაპიტალის დეფიციტია“

გამოწერა
ფორუმს რომელიც 15-16 ოქტომბერს თბილისში გაიმართება, 30-ზე მეტი ქვეყნის 1000-ზე მეტი წარმომადგენელი დაესწრება, მათ შორის 300-მდე მსხვილი ჩინური კომპანიის ხელმძღვანელიპირები და ჩინეთის მთავრობის წარმომადგენლები.

თბილისი. 14 ოქტომბერი — Sputnik. პირდაპირი უცხოური ინვესტიციები არის პრაქტიკულად ერთადერთი საშუალება იმისთვის, რომ საშუალო და გრძელვადიან პერიოდში საქართველოში ეკონომიკური გარღვევა მოხდეს, განაცხადა ექსპერტმა ეკონომიკის საკითხებში ლევან კალანდაძემ.

 „პირდაპირი უცხოური ინვესტიციების გარეშე საქართველოს ხვალინდელი დღე  პრაქტიკულად წარმოუდგენელია, იმიტომ რომ ჩვენი მათავარი პრობლემა დღეს არის კაპიტალის დეფიციტი, არა სასესხო კაპიტალის, არამედ  ძირითადი საინვესტიციო რესურსის, რომელიც თავისთავად წარმოადგენს კაპიტალს ნებისმიერი მსხვილი საშუალო თუ მცირე ბიზნესის დასაწყებად.“–აღნიშნა ექსპერტმა.

 ლევან კალანდაძის თქმით, შესაბამისად ხელისუფლებამ ეკონომიკური პოლიტიკის  მთვარი აქცენტები განსაკუთრებით, სწორედ პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოზიდვაზე უნდა გააკეთოს, წინააღმდეგ შემთხვევში რა თქმა უნდა შეიძლება გვქონდეს ყოველწლიურად ეკონომიკური ზრდა, მაგრამ ის ნომინალური იქნება.

 „დაბალი ეკონომიკური ზრდა ქვეყნისთვის რეალური სოციალურ–ეკონოიკური  შედეგის მომტანი ვერ იქნება. ასე რომ ეკონომიკური პოლიტიკის  მთავარი აქცენტი უნდა იყოს გაკეთებული სწორედ პირდაპირი უცხოური ინვესტიციების ზრდაზე და საინტერესო პროექტების რეალიზაციის საქმეში საერთაშორისო კაპიტალის  ჩართვაზე“–აღნიშნა ექსპერტმა.

 პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოზიდვის მნიშვნელობაზე და თბილისში დაგეგმილ „აბრეშუმის გზის ფორუმზე“ საქართველოს პრემიერ– მინისტრმა 13 ოქტომბერს  მთვარობის სხდომაზე ისაუბრა.

 ფორუმს რომელიც 15-16 ოქტომბერს თბილისში გაიმართება, 30-ზე მეტი ქვეყნის 1000-ზე მეტი წარმომადგენელი დაესწრება, მათ შორის 300-მდე მსხვილი ჩინური კომპანიის ხელმძღვანელიპირები და ჩინეთის მთავრობის წარმომადგენლები.

 2015 წელის  საქართველოში აბრეშუმის გზის ფორუმის ჩატარების ინიციატივით საქართველოს პრემიერ-მინისტრი თბილისში გამართულ საერთაშორისო საინვესტიციო ფორუმზე გამოვიდა 2014 წლის ოქტომბერში. ფორუმი რომლის მიზანია  „დისკუსიიდან საქმეზე გადასვლა“, ახალი იდეების მოძიებას ემსახურება ტრანსპორტის, ენერგეტიკის, ვაჭრობის და ადამიანური ურთიერთობების სფეროში. 

 „საქართველოს აქვს ძალიან მნიშვნელოვანი გეო პოლიტიკური მდებარეობა და საჭიროა ამის მაქსიმალურად გონივრულად გამოყენება. ვფიქრობ, ეს არის უნიკალური შესაძლებლობა. ჩინეთში ვიზიტისას ჩინეთის პრემიერმა დამიდასტურა მზაობა, რომ ჩინეთი იწყებს მოლაპარაკებებს საქართველოსთან თავისუფალი ვაჭრობის შესახებ და ჩვენ ვიქნებით პირველი ქვეყანა მთელს ევროპის კონტინენტზე, რომელსაც ექნება თავისუფალი ვაჭრობა ჩინეთთან. ეს არის უზარმაზარი შესაძლებლობა ჩვენი კომპანიებისთვის, ჩვენი ქვეყნისთვის“, — განაცხადა პრემიერმა და აღნიშნა, რომ საქართველო გახდება უნიკალური ადგილი, რომელსაც ექნება თავისუფალი ვაჭრობა ევროკავშირთან, რუსეთთან, დსთ-ს ქვეყნებთან, თურქეთთან და ჩინეთთან, რომელიც მილიარდ 500 მილიონი მომხმარებლის ბაზარია.

 „რაც ყველაზე მთავარია, ჩინეთის მთავრობის თხოვნა იყო, გამხდარიყვნენ ღონისძიების თანაორგანიზატორები, რასაც ჩვენ სიამოვნებით დავთანხმდით“, — აღნიშნა პრემიერმა.

კახიშვილის თქმით, ქვეყანაში შექმნილია ახალი რეალობა, რომელიც პენიტენციალური სისტემის უწყების თითოეული თანამშრომლის უფლებების დაცვაზეა ორიენტირებული


ყველა ახალი ამბავი
0