15:09 20 სექტემბერი 2017
პირდაპირი ეთერი
თბოელექტროსადგური გარდაბანში

სამი წლის მანძილზე საქართველოს ენერგეტიკის სფეროში 500 მილიონი დოლარია ჩადებული

© facebook.com/GaribashviliOfficial.
ეკონომიკა
მოკლე ბმულის მიღება
901

ექსპლუატაციაში შევიდა 10 ჰესი (157 მგვტ.), ინვესტიცია - 264.4 მლნ. აშშ დოლარი.2015 წლის ბოლომდე კიდევ დებედა და დარიალი ჰესების ექსპლუატაციაში გაშვება იგეგმება. ჯამში მათი დადგმული სიმძლავრე 110 მგვტ-ზე მეტია, ხოლო ჯამური საინვესტიციო თანხა 110 მლნ. აშშ დოლარს აჭარბებს.

თბილისი, 13 ოქტომბერი — Sputnik. ბოლო სამი წლის მანძილზე ენერგეტიკის სექტორში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების სახით 500 მილიონი დოლარია ცადებული, განაცხადა საქართველოს ენერგეტიკოს მინისტრმა კახი კალაძემ სამშაბათს, 13 ოქტომბერს „ღია მმართველობის“ ფარგლებში ენერგეტიკის სამინისტროს სამ წლიანი მუშაობის ანგარიშის წარადგენისას.  

 „ენერგეტიკაზე მოდის  2013-2015 წლებში ქვეყანაში შემოსული უცხოური ინცესტიციების საერთო მოცულობის მეორე ყველაზე დიდი წილი  - 15% „ — განაცხადა მინისტრმა.  2013-2015 წლებში გაფორმდა 60 ურთიერთგაგების მემორანდუმი 88 პროექტის განხორციელების მიზნით, რის შედეგადაც 2.4 მილიარდი აშშ დოლარამდე ინვესტიცია განხორციელდება  და ქვეყანა 1,600 მგვტ-მდე დამატებით დადგმულ სიმძლავრეს მიიღებს.  ექსპლუატაციაში შევიდა 10 ჰესი (157 მგვტ.), ინვესტიცია — 264.4 მლნ. აშშ დოლარი.

 „2015 წლის ბოლომდე  კიდევ დებედა და დარიალი ჰესების ექსპლუატაციაში გაშვება იგეგმება. ჯამში მათი დადგმული სიმძლავრე 110 მგვტ-ზე მეტია, ხოლო ჯამური საინვესტიციო თანხა 110 მლნ. აშშ დოლარს აჭარბებს“, — თქვა მინისტრმა.2015 წელს დაიწყო უმსხვილესი ენერგეტიკული პროექტების:  ნენსკრა ჰესის (1მლრდ 200 მლნ დოლარი), ხუდონ ჰესის (1მლრდ 500 მლნ დოლარი) და ცხენისწყლის ჰესების კასკადის  (723 მლნ დოლარი) განხორციელება.

  2015 წელს ექსპლუატაციაში შევიდა გარდაბანში 230 მგვტ. სიმძლავრის თბოსადგური. 

  „ნავთობისა და გაზის სექტორში განხორციელებულმა ინვესტიციამ შეადგინა  216 მლნ. აშშ დოლარი“, — აღნიშნა კალაძემ.

 ენერგეტიკის მინისტრის თქმით, 70-იანი წლების შემდეგ საქართველოს ენერგეტიკის სფეროში არ განხორცხიელებულა ასეთი მასშტაბური პროექტები როგორც ბოლო სამი წლის მანძილზე. 


მთავარი თემები