ექსპერტი: „ბიუჯეტი გადაჭარბებით ინფლაციის ხარჯზე შესრულდა“

© public domainბიუჯეტი
ბიუჯეტი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ვინაიდან საქართველოს ეკონომიკა ძალიან არის იმპორტზე დამოკიდებული, ამიტომ ფასებზე ვალუტის კურსის ნებისმიერი რყევა მოქმედებს და ცვლის ინფლაციის მაჩვენებელს.

თბილისი, 13 ოქტომბერი — Sputnik. ინფლაციის ზრდის შემთხვევაში წლის ბოლოს დაგეგმილზე მეტად პრეფიციტულ ბიუჯეტს მივიღებთ, განაცხადა ფინანსისტმა ლია ელიავამ 

 „9 თვის ბიუჯეტის გადაჭარბებით შესრულება ინფლაციის მკვეთრმა ზრდამ გამოიწვია და თუ ასე გაგრძელდა  ჩვენი ბიუჯეტი წლის ბოლოსთვის დაგეგმილზე ბევრად  პროფიციტული იქნება“–აღნიშნა ლია ელიავამ

 2015 წლის სახელმწიფო ბიუჯეტი ლარის 1.80 კურსზე  და 4 % ინფლაციაზე დაიგეგმა. 2015 წლის სექტემბერში წინა თვესთან შედარებით საქართველოში ინფლაციის დონემ 1,1 პროცენტი, ხოლო  2014 წლის სექტემბერთან შედარებით 5,2 პროცენტი შეადგინა.

 „სახელმწიფო ბიუჯეტი ინფლაციის იმ მაჩვენებელის მიხედვით იგეგმება, რომელსაც მთავრობას ეროვნული ბანკი აწვდის. შარშან შემოდგომაზე მთავრობა ბიუჯეტს როცა გეგმავდა, არ ელოდებოდა ინფლაციის მაჩვენებელის ასეთ ზრდას. ინფლაცია და ვალუტის კურსი ეროვნული ბანკის კომპეტენციაა და  კანონი მას ფასების სტაბილურობის უზრუნველყოფას ავალდებულებს.“–აღნიშნა ფინანსისტმა. 

 მისივე თქმით, ვინაიდან საქართველოს  ეკონომიკა ძალიან არის იმპორტზე დამოკიდებული, ამიტომ ფასებზე ვალუტის კურსის ნებისმიერი რყევა მოქმედებს და ცვლის ინფლაციის მაჩვენებელს.

 2015 წლის ნაერთი ბიუჯეტის საგადასახადო შემოსავლების 9 თვის გეგმა (5 772,6 მლნ ლარი) 137,6 მლნ ლარის გადაჭარბებით შესრულდა და 5 910,2 მლნ ლარი შეადგინა (გეგმის 102,4%). ეს მაჩვენებელი 2015 წლის წლიური გეგმის 7 820 მლნ ლარის 75,6%-ს შეადგენს და  602,3 მლნ ლარით, 11,3%-ით აღემატება 2014 წლის შესაბამის მონაცემებს, იტყობინებასაქართველოს ფინანსთა სამინისტრო. 

 უწყების ინფორმაციით, სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსულობების 9 თვის გეგმა 15,3 მლნ ლარის გადაჭარბებით შესრულდა, რაც გეგმის 0,21%-ს შეადგენს. 

 სახელმწიფო ბიუჯეტის საგადასახადო შემოსავლების 9 თვის გეგმა 118,0 მლნ ლარის გადაჭარბებით შესრულდა, რაც გეგმის 2,2%-ია (გეგმა —5 484.6 მლნ; საკასო — 5 602,6 მლნ)

 საგადასახადო შემოსავლების შესრულებამ წლიური გეგმის — 7 400 მლნ ლარის მიმართ შეადგინა 75,7%.

 9 თვეში სახელმწიფო ბიუჯეტიდან გაწეულმა ხარჯმა შეადგინა 6 909,6 მლნ ლარი, რაც გეგმის (7 208,1 მლნ ლარი) 95,6%-ს შეადგენს.

 9 თვის მდგომარეობით, სახელმწიფო ბიუჯეტის ფულადმა ნაშთმა შეადგინა 783,7 მლნ ლარი, რაც გეგმას 314,1 მლნ ლარით აღემატება.

 წლის დასაწყისთან შედარებით ნაშთის დაგროვებამ დამატებით 349,3 მლნ ლარი შეადგინა. 

 

 

 

 


ყველა ახალი ამბავი
0