დასავლეთ საქართველოში ჰესების კასკადს ააშენებენ

© photo: Sputnikმდინარე
მდინარე - Sputnik საქართველო
გამოწერა
პროექტის ჯამური საინვესტიციო ღირებულება 723 მლნ აშშ დოლარს აღწევს. ჯამური დადგენილი სიმძლავრე 347,1 მგვტ იქნება, ხოლო ელექტროენერგიის წლიური გამომუშავება – დაახლოებით 1,744 მლრდ კვტ/სთ.

თბილისი, 13 ოქტომბერი – Sputnik. საქართველოს ენერგეტიკის სამინისტრომ და თანაინვესტირების ფონდმა ხელი მოაწერეს მემორანდუმს მდინარე ცხენისწყალზე ჰესების კასკადის ტექნიკურ–ეკონომიკური შესწავლის, მშენებლობის, ფლობისა და ოპერირების შესახებ, იუწყება საქართველოს ენერგეტიკის სამინისტრო. 

„ცხენისწყლის ჰესების კასკადი“ ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პროექტია საქართველოს ენერგეტიკის სექტორის  განვითარებისთვის. იგი რაჭა-ლეჩხუმის და ქვემო სვანეთის მხარეში, ლენტეხის და ცაგერის მუნიციპალიტეტებში, მდინარე ცხენისწყალზე აშენდება. 

წინასწარი კვლევის მიხედვით, კასკადი გააერთიანებს 4 ჰიდროელექტროსადგურს: „ლუჯი ჰესი“, „მუხრა ჰესი“, „ლენტეხი ჰესი“ და „ცაგერი ჰესი“.  

პროექტის ჯამური საინვესტიციო ღირებულება 723 მლნ აშშ დოლარს აღწევს. ჯამური დადგენილი სიმძლავრე 347,1 მგვტ იქნება, ხოლო ელექტროენერგიის წლიური გამომუშავება – დაახლოებით 1,744 მლრდ კვტ/სთ. წარმოებული ენერგიის დიდი ნაწილი თურქეთში იქნება ექსპორტირებული.

საქართველოს თანაინვესტირების ფონდმა ენერგეტიკის სფეროში წამყვან ისლანდიურ კომპანიებთან Verkís და Landsvirkjun Power ხელი მოაწერა საკონსულტაციო ხელშეკრულებას, რომელიც ჰესების კასკადის ტექნიკურ-ეკონომიკურ შესწავლასა და ზოგადი დიზაინის მომზადებას ითვალისწინებს. 

ტექნიკურ-ეკონომიკური შესწავლის პარალელურად, განხორციელდება პროექტის დეტალური კვლევა გარემოზე ზემოქმედების შეფასებასთან დაკავშირებით. წინასწარი გათვლებით, აქტიური სამშენებლო ფაზა 2017 წელს დაიწყება.

ამჟამად პროექტში ინვესტიციას სრულად ახორციელებს საქართველოს თანაინვესტირების ფონდი. მიმდინარეობს მოლაპარაკებები საერთაშორისო კომპანიებთან სტრატეგიული პარტნიორის მოზიდვის მიზნით. 

ენერგეტიკის სამინისტროში აღნიშნეს, რომ „ცხენისწყლის ჰესების კასკადის“ პროექტის განხორციელებით საგრძნობლად გაიზრდება ქვეყნის ენერგოდამოუკიდებლობა. იგი მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს ქვეყნის ეკონომიკის განვითარებაშიც. 

 


ყველა ახალი ამბავი
0