07:49 23 სექტემბერი 2017
პირდაპირი ეთერი
აშშ დოლარი

საქართველოს ეროვნული ბანკის საერთაშორისო რეზერვები 1,1 მლნ აშშ დოლარით გაიზარდა

© Sputnik / Alexander Imedashvili
ეკონომიკა
მოკლე ბმულის მიღება
1001

უცხოურ ვალუტაში კონვერტირებული საერთაშორისო რეზერვები 2 მლრდ 257,8 მლნ აშშ დოლარს შეადგენს, მათ შორის ფასიან ქაღალდებში განთავსებული – 1 მლრდ 560,5 მლნ აშშ დოლარს.

თბილისი, 13 ოქტომბერი – Sputnik. წინასწარი მონაცემებით, 2015 წლის 30 სექტემბერისთვის საქართველოს ეროვნული ბანკის საერთაშორისო რეზერვებმა 2 მლრდ 464,3 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც 1,1 მლნ აშშ დოლარით მეტია 2015 წლის 31 აგვისტოს მაჩვენებელზე, აღნიშნულია საქართველოს ეროვნული ბანკის მასალებში.

უცხოურ ვალუტაში კონვერტირებული საერთაშორისო რეზერვები 2 მლრდ 257,8 მლნ აშშ დოლარს შეადგენს, მათ შორის ფასიან ქაღალდებში განთავსებული – 1 მლრდ 560,5 მლნ აშშ დოლარს, უცხოური ბანკებისა და საერთაშორისო სავალუტო ფონდის ანგარიშებზე – 697,3 მლნ აშშ დოლარს. SDR-ში განთავსებული სახსრების მოცულობა 206,5 მლნ აშშ დოლარს შეადგენს, ხოლო სარეზერვო პოზიცია საერთაშორისო სავალუტო ფონდში 14,0 ათას აშშ დოლარს შეადგენს.

წლის დასაწყისიდან ეროვნული ბანკის საერთაშორისო რეზერვები 235,1 მლნ აშშ დოლარით შემცირდა.


მთავარი თემები