აგრომადნის ე.წ. ტკილის სარგებლობის შესახებ

ტკილის საბადო
ტკილის საბადო - Sputnik საქართველო
გამოწერა
ექსპედიციის ფარგლებში, სპეციალისტებმა სოფელ ნაფიჩხოვოში და თაიაში არსებული ტკილის საბადოები შეამოწმეს და მისი ძირითადი მახასიათებლების შესწავლის მიზნით, შემდგომი ლაბორატორიული კვლევებისთვის ნიმუშები აიღეს.

 სოფიო კაკაჩია

  სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის ნიადაგის ნაყოფიერების კვლევის სამსახურის მეცნიერ-თანამშრომლები კვლევითი სამუშაოების ჩასატარებლად ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში იმყოფებოდნენ. ექსპედიციის მიზანს ნიადაგის ნიმუშების აღებით მათი ქიმიური შედგენილობის შესწავლა და სოფელ თაიას აგრომადნის ე.წ. ტკილის (მერგელის) მოსაკირიანებლად გამოყენების ეფექტიანობის დადგენა წარმოადგენდა.  

 სპეციალისტებმა სოფელ ნაფიჩხოვოში და თაიაში არსებული ტკილის საბადოები შეამოწმეს და მისი ძირითადი მახასიათებლების შესწავლის მიზნით შემდგომი ლაბორატორიული კვლევებისთვის ნიმუშები აიღეს.

 მიმდინარე კვლევა ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის გამგეობის მხარდაჭერით ხორციელდება. ასეთი თანამშრომლობის ფარგლებში სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევით ცენტრსა და ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის სოფელ ნაფიჩხოვოს მკვიდრ ოდიშარ ლაგვილავასთან გაფორმდა მემორანდუმი, რომლის საფუძველზეც მის კუთვნილ ფერმერულ მეურნეობაში საცდელად  შეირჩა ნაკვეთი, სადაც კვლევის თანამედროვე მეთოდებით ტკილის გამოცდის ეფექტიანობას შეისწავლიან. კვლევის შედეგებით ტკილგამოყენებული ნიადაგის მოსავალსა და ტკილგამოუყენებელს  შორის განსხვავება თვალსაჩინო გახადა.  

 როგორც ქიმიკოსმა და ჩხოროწყუს ისტორიული მუზეუმის თანამშრომელმა, ბატონმა იგორ ფიჩხაიამ განგვიმარტა: „არსებობს ტოპონომები, როგორიცაა, „ნატკილარი“ „ტკილიანა“, რაც იმას ნიშნავს, რომ ადგილობრივი მოსახლეობა საუკუნეების მანძილზე იყენებდა ტკილს და უნიკალური შედეგებიც კი მიუღიათ.“  ჩვენთვის ზეპირსიტყვიერადაა ცნობილი, რომ თაიას ტკილის საბადოში მილიონობით ტონა ტკილზეა საუბარი და ეს ადგილები წარმოდგენილია მჟავერეაქციის  ნიადაგით, სადაც მოსავალი ნაკლებად მოდის.

 ბატონ იგორ ფიჩხაიას განმარტებით:,,საუბარია ისეთ კულტურებზე, როგორიცაა: თხილი,სიმინდი და ა.შ ანუ ნიადაგის ნაყოფიერება რომ აღდგეს და გამდიდრდეს მაგნიუმის კალციუმის იონებით, მთავარია, ნიადაგში ტკილი იქნეს შეტანილი. იგი ასევე კალიუმის მარილებსა და სხვა მიკორელემენტებს შეიცავს. აქვე  მინდა გითხრათ, რომ ტკილის მოქმედება შენარჩუნება 15 წლის მანძილზეა შესაძლებელი, რაც საკმაოდ კომფორტულია, ვინაიდან ფერმერს ნიადაგში ყოველ წელს მისი შეტანა აღარ მოუწევს“,-  აგვიხსნა  მან. 

 გაცნობებთ, რომ ექსპედიციის ფარგლებში შეხვედრა შედგა ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრებსა და ადგილობრივ ფერმერთა წარმომადგენლებთან. ამასთან, ჩხოროწყუს მკვიდრთა საკარმიდამო ნაკვეთზე არსებული სანერგე მეურნეობების მონიტორინგიც განხორციელდა. ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა და ფერმერებმა დიდი ინტერესი გამოხატეს მიმდინარე კვლევების მიმართ და სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის სამუშაო ჯგუფის წევრებს სრული მხარდაჭერა გამოუცხადეს.

 

ყველა ახალი ამბავი
0