საქართველოდან ღვინის ექსპორტმა 2015 წელს 23,3 მილიონი ბოთლი შეადგინა

გამოწერა
ღვინის ეროვნული სააგენტოს მონაცემებით, ქართული ღვინის ექსპორტი გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 2015 წლის იანვარ-ივლისში 46%-ით შემცირდა.

თბილისი, 29 სექტემბერი — Sputnik. საქართველოდან 2015 წელს ექსპორტირებულია 23,3 მლნ (0,75 ლ) ბოთლი ღვინო, განაცხადა საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრმა ოთარ დანელიამ სამშაბათს, 29 სექტემბერს გამართულ ბრიფინგზე. 

 „2015 წლის  28 სექტემბრის მონაცემებით, საქართველოდან ექსპორტირებულია 23,3 მლნ (0,75 ლ) ბოთლი ღვინო. აქედენ, მხოლოდ სექტემბრის თვეში ექსპორტზე გავიდა 3,5 მლნ ბოთლი, რაც მიმდინარე წლის ყველაზე მაღალი ყოველთვიური მაჩვენებელია. ქართული ღვინის ექსპორტი 2015 წლის დასაწყისთან შედარებით 3-ჯერ გაიზარდა“, — განაცხადა მინისტრმა. 

ქართული ღვინო და მთები - Sputnik საქართველო
რთველი-2015 - ყურძნის რევოლუცია ანუ In vino veritas

 ექსპორტიორი ქვეყნების ძირითადი ხუთეულია: რუსეთი 12,1 მლნ ბოთლი, ყაზახეთი 3,4 მლნ ბოთლი, უკრაინა 1,9 მლნ ბოთლი, ჩინეთი 1,4 მლნ ბოთლი, პოლონეთი 1,1 მლნ ბოთლი.

 ღვინის ეროვნული სააგენტოს მონაცემებით, ქართული ღვინის ექსპორტი გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით,  2015 წლის იანვარ-ივლისში 46%-ით შემცირდა. 

 სწორედ ღვინის ექსპორტის შემცირებისა და რთველის მოსალოდნელი მაღალი მოსავლის გამო, მიიღო გადაწყვეტილება სახელმწიფომ ყურძნის სუბსიდირებაზე, რაც სახელმწიფოს სულ ცოტა 30 მილიონი ლარი დაუჯდება. 

ყველა ახალი ამბავი
0