06:37 22 ოქტომბერი 2018
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.0921
  • 100 RUB4.1098
  • USD2.6972
სამცხე–ჯავახეთი

კოოპერატივის სტატუსი 1141 სასოფლო გაერთიანებას მიენიჭა

© photo: Sputnik / Besik Pipia
ეკონომიკა
მოკლე ბმულის მიღება
801

კანონმდებლობის შესაბამისად, სასოფლო–სამეურნეო კოოპერატივის სტატუსის მქონე იურიდიულ პირები ისარგებლებენ საგადასახადო და სხვა სახის შერავათებით, მათ შორის სახელმწიფო პროგრამებთ.

თბილისი, 29 სექტემბერი – Sputnik. საქართველოში 31 აგვისტოს მონაცემებით, 1141 სასოფლო გაერთიანებას კოოპერატივის სტატუსი მიენიჭა. ამის შესახებ საქართველოს პარლამენტში წარდგენილ „ძლიერი, დემოკრატიული, ერთიანი საქართველოსთვის" სამთავრობო პროგრამის მიმდინარეობის შესახებ ანგარიშშია ნათქვამი.

2014–2015 წლებში განხორციელდა სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების მცირე გაბარიტიანი აგრო-ტექნიქით აღჭურვის პროგრამა, რომლის ფარგლებშიც 544 კოოპერატივი დაკმაყოფილდა 1406 აგროკომპლექტითა და დამატებით 217 ხელით სათესით. 

„თხილის წარმოების განვითარება სასოფლო-სამეურნეო კოოპერაციის ხელშეწყობის გზით“ სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში განხორციელდა ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ დარჩელში თხილის საშრობის და სასაწყობო მეურნეობის მშენებლობა და შესაბამისი ტექნიკა- 50 დანადგარებით აღჭურვა.

„აღნიშნული ინფრასტრუქტურა 5 წლის ვადით სარგებლობაში გადაეცემა იმ სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივს, რომელიც დააკმაყოფილებს დადგენილ პირობებს“, – ნათქვამია მთავრობის ანგარიშში.

სასოფლი–სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტომ 2014 წლის 27 იანვრიდან დაიწყო სასოფლო გაერთიანებებისთვის კოოპერატივის სტატუსის მინიჭების პროცედურა. მთიან რაიონებში კოოპერატივის შესაქმნელად სამი ფერმაა საჭირო, ხოლო ბარში – ხუთი.

კანონმდებლობის შესაბამისად, სასოფლო–სამეურბეო კოოპერატივის სტატუსის მქონე იურიდიულ პირები ისარგებლებენ საგადასახადო და სხვა სახის შერავათებით, მათ შორის სახელმწიფო პროგრამებთ. 

 

 

მთავარი თემები