რაჭის ტურისტულ პოტენციალს წლის ბოლომდე შეისწავლიან

© photo: Sputnik / РИА Новости / გადასვლა მედიაბანკშიბარაკონის მონასტერი
ბარაკონის მონასტერი - Sputnik საქართველო
გამოწერა
რაჭა მდიდარია ცნობილი ბალნეოლოგიური და მინერალური წყლების კურორტებით. რეგიონი განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობდა საბჭოთა პერიოდში, აცხადებენ ფონდში.

თბილისი, 29 სექტემბერი — Sputnik. საპარტნიორო ფონდი და საკონსულტაციო კომპანია BDO რაჭის რეგიონის ტურისტულ პოტენციალს შეისწავლიან და მისი განვითარების საერთო კონცეფციას წარმოადგენენ. კვლევის დასრულება 2015 წლის ბოლოსთვს იგეგმება, იუწყება ფონდი. 

კვლევა ზოგადად რაჭის განვითარებასა და ასევე ისეთი ადგილების ტურისტული შესაძლებლობების შესწავლას მოიცავს, როგორებიცაა შოვი, უწერა, შაორის ტბა და სხვ.

საპარტნიორო ფონდში მიაჩნიათ, რომ ოდეღაც ცნობილი საკურორტო ზონა ტურისტულად განუვითარებელია და არ პასუხობს საერთაშორისო სტანდარტებს. კვლევის  ჩატარებისა და რეგიონის განვითარების კონცეფციის მომზადების მიზანი ერთდროულად რამდენიმე კურორტის თანამედროვე, საერთაშორისო დონის კურორტად ჩამოყალიბებაა. 

მთის ჩანჩქერი ქლუხორის უღელტეხილზე - Sputnik საქართველო
საქართველოში ვიზუალური ხელოვნების ფესტივალი „არტრა“ გაიმართება

კვლევა ასევე მოიცავს ბაზრის შესწავლასა და ბუნებრივი აქტივების ტექნიკურ  ანალიზს, იმ აქტივების შესაძლო განვითარების საერთო გეგმის მომზადებას, რომლებიც სახელმწიფო თუ კერძო საკუთრებაშია. 

„რაჭა მდიდარია ცნობილი ბალნეოლოგიური და მინერალური წყლების კურორტებით. რეგიონი განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობდა საბჭოთა პერიოდში“, — აცხადებენ ფონდში. 

კომპანია BDO გახლავთ ასაერთაშორისო აუდიტორული ქსელის წევრი, რომელიც მსოფლიოს 151 ქვეყანაშია გაშლილი და 1328 ოფისი აქვს. BDO შედის მსოფლიოს აუდიტორული და ბიზნეს–საკონსულტაციო კომპანიების ხუთეულში. 

 


ყველა ახალი ამბავი
0