საქართველოდან თურქეთში ექსპორტი 16%-ით შემცირდა

© photo: Sputnik / Александр Юрьев / გადასვლა მედიაბანკშიანკარა
ანკარა - Sputnik საქართველო
გამოწერა
2015 წლის იანვარ-აგვისტოს პერიოდში, 2014 წლის იანვარ-აგვისტოსთან შედარებით, თურქეთიდან საქართველოში იმპორტის მოცულობა 22,5%-ით შემცირდა და 855 მლნ აშშ დოლარი შეადგინა.

თბილისი, 29 სექტემბერი — Sputnik. 2015 წლის იანვარ-აგვისტოს პერიოდში, 2014 წლის იანვარ-აგვისტოს პერიოდთან შედარებით, საქართველოდან თურქეთში ექსპორტის მოცულობა 16%-ით (25 მლნ აშშ დოლარით) შემცირდა და 133,1 მლნ აშშ დოლარზე მეტი — საქართველოს ექსპორტის მთლიანი მოცულობის 9,1% შეადგინა. ამის შესახებ სააგენტო BlackSeaPress-ის კორესპონდენტს „საქსტატში“ აცნობეს.

კერძოდ, 2015 წლის იანვარ-აგვისტოში საქართველოდან თურქეთში რკინის ნახევარფაბრიკატები ექსპორტირებულია 18,4 მლნ აშშ ღირებულების, რაც 5,5 მლნ აშშ დოლარით ნაკლებია 2014 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე.

საანგარიშო პერიოდში ელექტროენერგიის ექსპორტი 1,1 მლნ აშშ დოლარით გაიზარდა და 14,5 მლნ აშშ დოლარზე მეტი შეადგინა, ხოლო ტრიკოტაჟის პროდუქციის ექსპორტი თითქმის 3 მლნ აშშ დოლარით გაიზარდა და 28,5 მლნ აშშ დოლარი შეადგინა.

საანგარიშო პერიოდში ასევე დაფიქსირდა თურქეთიდან საქართველოში იმპორტის მოცულობის შემცირება. 2015 წლის იანვარ-აგვისტოს პერიოდში, 2014 წლის იანვარ-აგვისტოსთან შედარებით, თურქეთიდან საქართველოში იმპორტის მოცულობა 22,5%-ით (248,2 მლნ აშშ დოლარით) შემცირდა და 855 მლნ აშშ დოლარი — საქართველოს იმპორტის მთლიანი მოცულობის 17,3% შეადგინა.

2015 წლის იანვარ-აგვისტოს პერიოდში სამკურნალო საშუალებების იმპორტი 12,5 მლნ აშშ დოლარით გაიზარდა და 53 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, ხოლო სანიტარულ-ჰიგიენური პროდუქციის იმპორტი 2,6 მლნ აშშ დოლარით შემცირდა და 22,6 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. საანგარიშო პერიოდში პლასტმასის მილების იმპორტმა დაახლოებით 26 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც გასული წლის იანვარ-აგვისტოსთან შედარებით, 4,3 მლნ აშშ დოლარით მეტია, ხოლო შავი ლითონის კონსტრუქციების იმპორტი 943,7 ათასი აშშ დოლარით გაიზარდა და 23,6 მლნ აშშ დოლარი შეადგინა.

2015 წლის იანვარ-აგვისტოს პერიოდში საქართველოს მთავარი სავაჭრო პარტნიორი თურქეთია. მოცემულ პერიოდში საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვამ თურქეთთან 988 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც 2014 წლის იანვარ-აგვისტოს პერიოდთან შედარებით 22%-ით ნაკლებია. თურქეთთან ბრუნვამ საქართველოს მთლიანი საგარეო სავაჭრო ბრუნვის 15,4% შეადგინა.


ყველა ახალი ამბავი
0