საქართველოში ინოვაციური ეკოსისტემის ჩამოყალიბებას მსოფლიო ბანკი დააფინანსებს

© photo: Sputnik / Alexandr Kriazhev / გადასვლა მედიაბანკშიკომპიუტერი
კომპიუტერი - Sputnik საქართველო
გამოწერა
პროექტის ფარგლებში გათვალისწინებულია ასევე ღონისძიებები, რომლებიც ინტერნეტიზაციის პროცესს შეუწყობს ხელს, რაც კომპიუტერული წიგნიერების, კომპიუტერიზაციის, მცირე და საშუალო ინტერნეტპროვაიდერული ბიზნესის ხელშეწყობას გულისხმობს.

თბილისი, 25 სექტემბერი — Sputnik. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი მსოფლიო ბანკის წარმომადგენლებს შეხვდა,  სადაც პროექტი "საქართველოს ინოვაციური ეკოსისტემის განვითარება" განიხილეს. პროექტის განსახორციელებლად მსოფლიო ბანკი საქართველოს მთავრობას 40 მილიონ აშშ დოლარს გამოუყოფს, იუწყება ქვეყნის ეკონომიკის სამინისტრო.

პროექტი რამდენიმე კომპონენტს მოიცავს და ქვეყანაში ინოვაციებისათვის ინფრასტრუქტურის განვითარებას უზრუნველყოფს. მათ შორის, რეგიონის მასშტაბით მომავლის სპეციალობების მიმართულებით კვალიფიციური კადრების გადამზადებას, ტრენერების მომზადებას, ასევე, დამწყები მაღალტექნოლოგიური კომპანიების კონკურენტუნარიანობის ამაღლებას. პროექტის ფარგლებში განხორციელდება საგრანტო პროგრამები, რომლებიც ინოვაციური პროექტების სხვადასხვა ფაზებს დააფინანსებს. 

პროექტის ფარგლებში გათვალისწინებულია ასევე ღონისძიებები, რომლებიც ინტერნეტიზაციის პროცესს შეუწყობს ხელს, რაც კომპიუტერული წიგნიერების, კომპიუტერიზაციის, მცირე და საშუალო ინტერნეტპროვაიდერული ბიზნესის ხელშეწყობას გულისხმობს. 

პროექტს უშუალოდ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო განახორციელებს.

 


ყველა ახალი ამბავი
0