„სოკარ ჯორჯია გაზის“ აბონენტთა რაოდენობა 10,27%–ით გაიზარდა

© FB / KazTransGazTbilisiბუნებრივი აირი
ბუნებრივი აირი - Sputnik საქართველო
გამოწერა
„სოკარ ჯორჯია გაზმა“ 2014 წელს საქართველოში 1 100 კმ გაზსადენი გაიყვანა. გაზიფიცირებულია 34 ათასი აბონენტი.

თბილისი, 24 სექტემბერი — Sputnik. „სოკარ ჯორჯია გაზის“ აბონენტთა რაოდენობა 2015 წლის დასაწყისიდან 10,27%–ით გაიზარდა და 475 ათას 737 აბონენტი შეადგინა. 2014 წელს კომპანია 378 ათას 778 აბონენტს ემსახურებოდა, იუწყება კომპანია.

2014 წლის იანვარ–აგვისტოსთან შედარებით, 2015 წლის ანალოგიურ პერიოდში კომპანიის აბონენტთა რაოდენობა 14,39%–ით გაიზარდა. 

ზრდის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი 2013 წელს დაფიქსირდა. საანგარიშო პერიოდში კომპანიის აბონენტთა რაოდენობამ 218,3%–ით, ანუ 215 ათას 261 აბონენტით მოიმატა. 

„სოკარის“ პოტენციური და მოქმედი აბონენტების რაოდენობა 2010–2015 წლებში 439,4%–ით გაიზარდა (83 ათას 449–დან 430 ათას 304–მდე).

„სოკარ ჯორჯია გაზი“ საქართველოს გაზიფიცირებას ენერგეტიკის სამინისტროსთან შეთანხმებული გეგმის მიხედვით ახდენს. დოკუმენტში ჩამოთვლილია ის ქალაქები და სოფლები, რომლებშიც საანგარიშო პერიოდში გაზის შეყვანაა დაგეგმილი. 

„სოკარ ჯორჯია გაზი“ საქართველოს გაზიფიცირების პროგრამაში 2008 წლიდან მონაწილეობს. 


ყველა ახალი ამბავი
0