ბაკურიანისა და მიტარბის განვითარებისთვის დაახლოებით 50 მლნ აშშ დოლარი გამოიყოფა

© photo: Sputnik / Роман Денисов / გადასვლა მედიაბანკშისასტუმრო "ბაკურიანი"
სასტუმრო ბაკურიანი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ბაკურიანსა და მიტარბში საბაგირო გზების მშენებლობის პროექტზე საქართველოს მთავრობა 48 მლნ ლარს გამოყოფს, ხოლო კერძო ინვესტორი - 70 მლნ ლარს.

თბილისი, 21 სექტემბერი — Sputnik. ბაკურიანისა და მიტარბის ტურისტული ინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია-განვითარებისთვის მთლიანად 118 მლნ ლარი (49,2 მლნ აშშ დოლარი) გამოიყოფა, რაც, სამთო ტურიზმის განვითარების თვალსაზრისით, საქართველოში ყველაზე მსხვილი ინვესტიცია იქნება, იუწყება ქვეყნის ეკონომიკის სამინისტრო.

კერძოდ, ბაკურიანსა და მიტარბში საბაგირო გზების მშენებლობის პროექტზე საქართველოს მთავრობა 48 მლნ ლარს (20 მლნ აშშ დოლარი) გამოყოფს, ხოლო კერძო ინვესტორი — 70 მლნ ლარს (29,2 მლნ აშშ დოლარს).

დაბა მიტარბის ტერიტორიაზე დამონტაჟდება ორი საბაგირო და ერთი საჩოჩიალო, რომლის მშენებლობაც 2016 წლის ბოლოს დასრულდება, მიმდებარე ტერიტორიაზე აშენდება 300 ადამიანზე გათვლილი ტურისტული ინფრასტრუქტურა. 

ბაკურიანში, კოხტას გორაზე საბაგირო გზის მშენებლობა მიმდინარე წლის ბოლომდე დასრულდება. კოხტას გორასთან აშენდება 500 ადამიანზე გათვლილი ინფრასტრუქტურა — სასტუმროები, აპარტამენტები, კოტეჯები, კვებისა და გართობის ობიექტები.

კოხტისა და მიტარბის მთაზე დამონტაჟდება მსოფლიოში ერთ-ერთ წამყვანი მწარმოებლის „დოპელაიერის“ საბაგირო, ხოლო სამშენებლო სამუშაოებს კომპანია „ბლექ სი გრუპი“ ახორციელებს. 


ყველა ახალი ამბავი
0