საქართველოში აბრეშუმის გზის ფორუმისთვის ემზადებიან

© photo: Sputnikსაქართველოს დროშა
საქართველოს დროშა - Sputnik საქართველო
გამოწერა
ფორუმში მონაწილეობა უკვე დაადასტურეს მაღალი რანგის დელეგაციებმა სხვადასხვა ქვეყნიდან და ასევე 200–ზე მეტმა ბიზნესმენმა. ფორუმზე წარმოდგენილები იქნებიან საერთაშორისო და ფინანსური ინსტიტუტებიც.

თბილისი, 17 სექტემბერი — Sputnik. აბრეშუმის გზის ფორუმის მზადებასთან დაკავშირებით, რომელიც თბილისში 15–16 ოქტომბერს გაიმართება, ღონისძიების საორგანიზაციო კომიტეტის სხდომა გაიმართა, რომელსაც პრემიერ–მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ხელმძღვანელობს, იუწყება მთავრობის პრესსამსახური. 

ფორუმში მონაწილეობა უკვე დაადასტურეს მაღალი რანგის დელეგაციებმა სხვადასხვა ქვეყნიდან და ასევე 200–ზე მეტმა ბიზნესმენმა. ფორუმზე წარმოდგენილები იქნებიან საერთაშორისო და ფინანსური ინსტიტუტებიც. 

„მთელი დატვირთვით ფუნქციონირებს ოფიციალური ვებგვერდი, სადაც ფორუმში მონაწილეობის მსურველებს შეუძლიათ დარეგისტრირდნენ და ასევე მიიღონ აუცილებელი ინფორმაცია“, —  ნათქვამია უწყების განცხადებაში. 

2015 წელს აბრეშუმის გზის ფორუმის ჩატარების ინიციატივა ღარიბაშვილმა საერთაშორისო საინვესტიციო ფორუმზე წამოაყენა, რომელიც თბილისში 2014 წლის ოქტომბერში გაიმართა. 

ყოველწლიური ფორუმი, რომლის მიზანიცაა „დისკუსიებიდან საქმეზე გადასვლა“, ტრანსპორტის, ენერგეტიკისა და ვაჭრობის სფეროებში, ასევე  ადამიანთა შორის კონტაქტებში ახალი იდეების ძიებასა და თანამშრომლობას მიეძღვნება. 

 

 

 


ყველა ახალი ამბავი
0