საქართველოში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობა 81%–ით გაიზარდა

© photo: Sputnik / Grigoriy Sisoev / გადასვლა მედიაბანკშისაქართველოს დროშა
საქართველოს დროშა - Sputnik საქართველო
გამოწერა
მიმდინარე წლის მეორე კვარტალში საქართველოს ეკონომიკაში ჩადებული პირდაპირი უცხური ინვესტიციების საერთო მოცულობის 58% ტრანსპორტისა და კავშირის წილად მოდის.

თბილისი, 11 სექტემბერი — Sputnik. პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ 2015 წლის აპრილ–ივნისში 355  მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც 81% –ით აღემატება გასული წლის ანალოგიური პერიოდის დაზუსტებულ მონაცემებს, და 103%–ით მეტია 2015 წლის პირველი კვარტლის მაჩვენებელზე, იუწყება საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური „საქსტატი“. 

წინასწარმა ჯამურმა მონაცემებმა 2015 წლის პირველ ნახევარში 530 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც 5%–ით მეტია გასული წლის იმავე პერიოდის დაზუსტებულ მონაცემებზე — 505 მლნ აშშ დოლარზე. 

2015 წლის მეორე კვარტალში ყველაზე დიდი ინვესტიციები ჩაიდო ტრანსპორტისა და კავშირგაბმულობის სფეროში — 207 მლნ აშშ დოლარი, რაც 61 მლნ აშშ დოლარით აღემატება 2015 წლის პირველი კვარტლის მაჩვენებელს, და 94 მლნ აშშ დოლარით მეტია 2014 წლის მეორე კვარტლის მონაცემებზე. 

მიმდინარე წლის მეორე კვარტალში საქართველოს ეკონომიკაში ჩადებული პირდაპირი უცხური ინვესტიციების საერთო მოცულობის 58% ტრანსპორტისა და კავშირგაბმულობის წილად მოდის. 

პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ ტრანსპორტისა და კავშირგაბმულობის სფეროში 2015 წლის პირველ ნახევარში 355  მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც 158 მლნ აშშ დოლარით მეტია 2014 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით.

2015 წლის აპრილ–ივნისში ფინანსურ სექტორში პირდაპირმა უცხოურმა ინვესტიციებმა 41 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც 45 მლნ აშშ დოლარით მეტია 2015 წლის პირველ კვარტალთან შედარებით, და 170 მლნ აშშ დოლარით აღემატება 2014 წლის მეორე კვარტალს. 

მიმდინარე წლის მეორე კვარტალში საქართველოს ეკონომიკაში ჩადებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების 12% ფინანსური სექტორის წილად მოდის. 

2015 წლის პირველ ნახევარში ფინანსურ სექტორში ჩადებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების რაოდენობამ 37 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც 74 მლნ აშშ დოლარით მეტია 2014 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. 

2015 წლის აპრილ–ივნისში საქართველოს ეკონომიკაში ჩადებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების საერთო მოცულობის 8% გადამამუშავებელი მრეწველობის წილად მოდის, რაც 25  მლნ აშშ დოლარით მეტია 2015 წლის პირველი კარტლის მაჩვენებელზე, და 28 მლნ აშშ დოლარით აჭარბებს 2014 წლის მეორე კვარტლის მაჩვენებელს. 

2015 წლის პირველ ნახევარში საქართველოს გადამამუშავებელ მრეწველობაში 35 მლნ აშშ დოლარი ჩაიდო, რაც 70%–ით აღემატება 2014 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს.

2015 წლის მეორე კვარტალში სამშენებლო სექტორში პირდაპირმა უცხოურმა ინვესტიციებმა 25 მლნ აშს დოლარი შეადგინა, რაც 1 მლნ აშშ დოლარით მეტია 2015 წლის პირველ კვარტალთან შედარებით, და 6 მლნ აშშ დოლარით მეტია გასული წლის მეორე კვარტთან შედარებით. 

სამშენებლო სექტორზე მიმდინარე წლის აპრილ–ივნისში ჩადებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების საერთო მოცულობის 7% მოდის. 

2015 წლის პირველ ნახევარში სამშენებლო სექტორში ჩადებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების რაოდენობა 49 მლნ აშშ დოლარია, რაც 19 მლნ აშშ დოლარით მეტია 2014 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. 

2014 წლის მეორე კვარტალში უძრავი ქონების სექტორში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების რაოდენობამ 20 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რესტორნებისა და სასტუმროების სფეროში ამ მაჩვენებელმა 18 მლნ აშშ დოლარს მიაღწია, ენერგეტიკის სფეროში — 9 მლნ აშშ დოლარს, სოფლის მეურნეობაში — 7 მლნ აშშ დოლარს, ხოლო სამთომპოვებით მრეწველობაში — 1 მლნ აშშ დოლარს. 

საქართველოს ეკონომიკაში 2015 წლის მეორე კვარტალში ჩადებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობით პირველ ადგილზეა აზერბაიჯანი — 160 მლნ აშშ დოლარით, რაც საერთო მოცულობის 45%–ს შეადგენს. მეორე ადგილზეა ნიდერლანდები — 68 მლნ აშშ დოლარით (19%), ხოლო მესამეზე — თურქეთი — 41 მლნ აშშ დოლარით (12%).

2015 წლის პირველ ნახევარში საქართველოს ეკონომიკაში ჩადებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობით პირველ ადგილზეა აზერბაიჯანი — 219 მლნ აშშ დოლარი, მეორეზე ნიდერლანდები — 90 მლნ აშშ დოლარი, ხოლო მესამეზე თურქეთი — 68 მლნ აშშ დოლარი. 

2014 წლის დაზუსტებული მონაცემებით, საქართველოში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ 1 მლრდ 758 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც 87%–ით მეტია 2013 წლის ანალოგიურ მაჩვენებლებზე (942 მლნ დოლარი).

 

ყველა ახალი ამბავი
0