მთავრობამ ყურძნის სუბსიდირების გადაწყვეტილება მიიღო

© photo: Sputnik / გადასვლა მედიაბანკშიყურძნის მოსავლის აღება და გადამუშავება
ყურძნის მოსავლის აღება და გადამუშავება - Sputnik საქართველო
გამოწერა
მიმდინარე წელს სუბსიდია გაიცემა არა ღვინის მწარმოებელ კომპანიებზე, როგორც ეს ბოლო 2 წლის განმავლობაში ხდებოდა, არამედ პირდაპირ მევენახეებზე.

თბილისი, 11 აგვისტო — Sputnik. ბიუჯეტის კორექტირების მიუხედავად, რთველი 2015-ის ფარგლებში, სახელმწიფოს მიერ 1 კგ რქაწითელსა და კახურ მწვანეზე — 35 თეთრის, ხოლო 1 კგ. საფერვზე — 15 თეთრის ოდენობის სუბსიდია გაიცემა, განაცხადა საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრმა ოთარ დანელიამ სამშაბათს, 11 აგვისტოს გამართულ ბრიფინგზე

 ბოლო პერიოდში მეზობელ ქვეყნებში განვითარებულმა პოლიტიკურმა მოვლენებმა და რეგიონში არსებულმა ეკონომიკურმა მდგომარეობამ, ქართული პროდუქციისთვის მნიშვნელოვან და მსხვილ საექსპორტო ბაზრებზე ქართული ღვინის ექსპორტის შემცირება განაპირობა, რაც ადგილობრივი წარმოების განვითარებაზე უარყოფითად აისახა — მნიშვნელოვნად შემცირდა მოთხოვნა ყურძენზე — განაცხადა მინისტრმა. 

 „დარგის განვითრების დადებითი დინამიკის შენარჩუნებისა და წარმოების სტიმულირების მიზნით, ასევე მევენახეების ინტერესის გათვალისწინებით, საქართველოს  მთავრობამ კვლავ ყურძნის სუბსიდირების გადაწყვეტილება მიიღო“, — განაცხადა ოთარ დანელიამ. ამასთან აღნიშნა, რომ წელს უხვი და საკმაოდ ხარისხიანი ყურძნის მოსავალია.

 ,,მიმდინარე წელს სუბსიდია გაიცემა არა ღვინის მწარმოებელ კომპანიებზე, როგორც ეს ბოლო 2 წლის განმავლობაში ხდებოდა, არამედ პირდაპირ მევენახეებზე. სუბსიდირების ამ პრინციპის მთავარი უპირატესობა არის ის, რომ გლეხი ჩაბარებული ყურძენის საფასურს დაგვიანების გარეშე, ყურძნის ჩაბარებიდან დაახლოებით 2 კვირის განმავლობაში, ბანკში მხოლოდ პირადობის მოწმობის წარდგენის საფუძველზე მიიღებს.

 ,,რთველი 2015 —ის ორგანიზებულად ჩატარებისა და პროცესში ჩართულ მხარეებს შორის მაქსიმალური კომუნიკაციის მიზნით, წელს რთველის სკოორდინაციო შტაბი თელავში განთავსდება. ამასთან,  შტაბის წარმომადგენლობა გურჯაანშიც გაიხსნება. ამოქმედდება ცხელი ხაზიც და რთველი 2015-ის ვებგვერდიც, სადაც ყველა დაინტერესებულ პირს რთველის პროცესის მიმდინარეობის შესახებ სრულყოფილი ინფორმაციის მიიღების საშუალება ექნება. მომავალი კვირიდან, საორგანიზაციო საკითხების მოგვარების მიზნით ღვინის ეროვნული სააგენტოს თანამშრომლები უკვე გაემგზავრებიან კახეთში, ხოლო საკოორდინაცი შტაბი ოფიციალურად აგვისტოს ბოლოს გაიხსნება“, — აღნიშნა ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარემ,  გიორგი სამანიშვილმა. 

 „რთველი 2014“-ის ფარგლებში საქართველოში 124 606 ტონა ყურძენი მოიკრიფა. მოსახლეობის შემოსავალმა 175,3 მილიონი ლარი შეადგინა (76,2 მილიონი დოლარი)

 „რთველის“ დასაწყისიდან ყურძნის მიღებასა და გადამუშავებაში 65 კომპანია იღებდა მონაწილეობას. სულ 87 კომპანია იყო დარეგისტრირებული. 

 

ყველა ახალი ამბავი
0