კახეთში ნაგავსაყრელს მოაწესრიგებენ

გამოწერა
პროექტის ფარგლებში ორი კვადრატული კილომეტრი ტერიტორია მთლიანად გაწმინდეს, ჩაატარეს ნაპირსამაგრი სამუშაოები. ასევე იგეგმება ტერიტორიის კეთლმოწყობა და გამწვანება.

თბილისი, 11 აგვისტო — Sputnik. კახეთში, სოფელ ვარდისუბანთან სამშენებლო ნაგვისთვის განკუთვნილი ტერიტორიის რეაბილიტაციას მსოფლიო ბანკის დაფინანსებით საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი ახორციელებს. სამუშაოების საერთო ღირებულება 1,6 მლნ ლარს (687 ათასი აშშ დოლარი) შეადგენს, განაცხადეს ფონდში.

არსებული ნაგავსაყრელი მთლიანად დაბინძურებული იყო, მოსახლეობას ზიანს აყენებდა და მათთვის ეკოლოგიურ საფრთხეს წარმოადგენდა. ნაგავსაყრელის აღდგენისა და გაწმენდის მერე ეკოლოგიური საფრთხე სრულად აღმოიფხვრება.

პროექტის ფარგლებში ორი კვადრატული კილომეტრი ტერიტორია მთლიანად გაწმინდეს, ჩაატარეს ნაპირსამაგრი სამუშაოები. ასევე იგეგმება ტერიტორიის კეთლმოწყობა და გამწვანება.

სამშენებლო სამუშაოები 2014 წლის დეკემბერში დაიწყო და მიმდინარე წლის შემოდგომაზე დასრულდება.


ყველა ახალი ამბავი
0