საქართველოში ბაზრებისა და ბაზრობების რიცხვი 2,8%-ით გაიზარდა

© photo: Sputnik / Екатерина Чеснокова / გადასვლა მედიაბანკშიბაზრობა
ბაზრობა - Sputnik საქართველო
გამოწერა
2014 წელს ბაზრებისა და ბაზრობების შემოსავალი 131,1 მლნ ლარს შეადგენდა.

თბილისი, 11 აგვისტო — Sputnik. 2014 წელს საქართველოში  ბაზრების და ბაზრობების ორგანიზებით დაკავებული 218 ეკონომიკური სუბიექტი ფუნქციონირებდა, რაც 2,8%-ით მეტია 2013 წლის მონაცემებთან შედარებით, იუწყება საქართველოს ეროვნული სტატისტიკის სამსახური („საქსტატი“).

ბაზრებისა და ბაზრობების 28,9% თბილისშია განთავსებული.

2014 წელს ბაზრებისა და ბაზრობების შემოსავალი 131,1 მლნ ლარს შეადგენდა.

ყველაზე მეტად გავრცელებული ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმაა შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება, რომლის წილად მოდის ბაზრობების 76,2%, ინდივიდუალური მეწარმის წილად 20,6%. ბაზრობების დანარჩენ ნაწილს გააჩნია  კოოპერატივის — 1,8%, სააქციო საზოგადოების — 0,9% და სოლიდარული პასუხისმგებლობის საზოგადოება —0,5%, იუწყება „საქსტატი“. 

ბაზრობების 95,9% კერძო საკუთრებაშია, ხოლო 4,1%- სახელმწიფო საკუთრებაში.

2014 წელს საქართველოში მოქმედი ბაზრები, ბაზრობები და ბაზრობის ტიპის საწარმოები განთავსებული იყო 1,7 მლნ. კვადრატულ მეტრ ფართობზე. ამ ტერიტორიაზე განლაგებული დახლების სიგრძე 55,9 ათასი მეტრია, რომელთა 62,2% შენობებშია განთავსებული. ბაზრობებს გააჩნია 81 ვეტსანექსპერტიზის ლაბორატორია, 1235 შემნახველი საკანი (საწყობი) 27,5 ათასი კვ. მეტრი ფართობით, 0,7 ათ. ტ. ტევადობის 248 მაცივარი.

მოქმედი ბაზრობების 38,5% გადახურულია, 33,0% — ღია ტიპისაა, 28,4% კი ნახევრადგა- დახურულია.

ბაზრობები ვაჭრობენ  როგორც სასურსათო, ისე არასასურსათო საქონლით. 32,1% ვაჭრობს მხოლოდ არასასურსათო საქონლით, 2 ბაზრობა — მხოლოდ სასურსათო საქონლით. ბაზრობების 4,1%  ვაჭრობს მხოლოდ სასოფლო-სამეურნეო პროდუქტით. ბაზრობების 62,8%-ის ტერიტორიაზე ვაჭრობა ხორციელდება შერეული სახის (როგორც სასურსათო, ისე არასასურსათო) საქონლით. 5 ბაზრობის ტერიტორიაზე ვაჭრობა მიმდინარეობს ავტომობილებითაც,  45 ბაზარში იყიდება ფრინველიც და პირუტყვიც.

ყოველდღიური ვაჭრობა მიმდინარეობს 177 ბაზარში, საკვირაო ვაჭრობა — 20 ბაზარში, კვირა დღის გარდა ვაჭრობს 3 ბაზარი, 2 ბაზრის ტერიტორიაზე ვაჭრობა მიმდინარეობს მხოლოდ შაბათს და კვირას, დანარჩენი ბაზრობის ტერიტორიაზე მიმდინარეობს ერთდღიანი, ორი ან სამდღიანი ვაჭრობა კვირის სხვადასხვა დღეებში.

საქართველოში მოქმედი ბაზრებისა და ბაზრობების ტერიტორიაზე 53,3 ათასი სავაჭრო ადგილია, სადაც საშუალოდ ერთ დღეში 45,0 ათასი ადამიანი ვაჭრობს.  სავაჭრო ობიექტებში (ბაზრობების დირექციებში) დასაქმებულთა საშუალო წლიური რაოდენობა 3,4 ათას ადამიანს შეადგენს, რომელთაგან 31,2% ქალია. დასაქმებულთა 45,7% ქ. თბილისზე მოდის, დანარჩენი სხვა რეგიონებზე ნაწილდება.

2014 წელს ბაზრობის ორგანიზებით დაკავებული ეკონომიკური სუბიექტების დანახარჯებმა 96,6 მლ ლარი შეადგინა, აქედან შრომის ანაზღაურებამ დასაქმებულ პერსონალზე — 29,9 მლნ. ლარი.


ყველა ახალი ამბავი
0