საქართველოს მოსახლეობას წყლის მრიცხველებს უფასოდ დაუმონტაჟებენ

© photo: Sputnik / Konstantin Chalabov / გადასვლა მედიაბანკშიწყლის ონკანი
წყლის ონკანი - Sputnik საქართველო
გამოწერა
წყალგამანაწილებელ კომპანიებს სხვადასხვა მომსახურების სტანდარტები დაუწესდებათ, რომელთა დარღვევის შემთხვევაშიც, მომხმარებელთა სასარგებლოდ, ფულადი კომპენსირების მექანიზმები ამოქმედდება.

თბილისი, 21 ივლისი – Sputnik. სასმელი წყლისა და საყოფაცხოვრებო სარგებლობის ინდივიდუალური მრიცხველების დამონტაჟებას კომპანია უფასოდ განახორციელებს. შესაბამისი ცვლილება „სასმელი წყლის მიწოდებისა და მოხმარების“ წესებში შევიდა, ამის შესახებ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიაში (სემეკი) განაცხადეს.

კერძოდ, საყოფაცხოვრებო მომხმარებლებს, რომელთა სასმელი წყლის მილის დიამეტრი 15 მმ-ს არ აღემატება, აღრიცხვის კვანძი, მათ შორის მრიცხველი, უფასოდ დაუმონტაჟდებათ. მრიცხველის ღირებულება 100 ლარია (დაახლოებით 45,5 აშშ დოლარი), რომელსაც აბონენტი მონტაჟის შემდეგ თავად იხდიდა.

„საყოფაცხოვრებო მომხმარებლებისათვის მრიცხველი არის უფასო და მისი დამონტაჟება სასმელი წყლის მიმწოდებელი კომპანიის პასუხისმგებლობაა. კომისია სასმელი წყლის მიწოდებისა და მოხმარების წესებში ცვლილებების შეტანაზე მუშაობს, რომლის მიხედვითაც კომპანიას განესაზღვრება თუ რა პერიოდში უნდა მოახდინოს მრიცხველის დამონტაჟება“, — განაცხადა კომისიის თავმჯდომარემ ირინა მილორავამ. 

კომისიაში აღნიშნეს, რომ უახლოეს პერიოდში მოქალაქეები წყალმომარაგების სექტორში სხვა სიახლეებითაც ისარგებლებენ. კერძოდ, კომისიამ შეიმუშავა კომერციული მომსახურების ხარისხის წესები, რომლის საფუძველზეც სასმელი წყლის მიწოდების არაგეგმიური წყვეტა მინიმუმამდე იქნება დაყვანილი.

წესებით გაკონტროლდება ქოლ-ცენტრის ოპერატორის პასუხის გაცემის დრო სატელეფონო ზარზე. წყალგამანაწილებელ კომპანიებს დაუწესდებათ სხვადასხვა მომსახურების სტანდარტები, რომელთა დარღვევის შემთხვევაშიც,  მომხმარებელთა სასარგებლოდ,  ფულადი კომპენსირების მექანიზმები ამოქმედდება. კომპენსაცია მომხმარებელს დაერიცხება სააბონენტო ბარათზე დეპოზიტის სახით.

დღეისათვის მომსახურების ტარიფები ამგვარია: წყლის მომხმარება მრიცხველის გარეშე (ფიქსირებული) – ერთ სულ მოსახლეზე 3,15 თეთრი თვეში; მრიცხველით – 1 м3–ისთვის 0,2655 ლარი, აქედან მიწოდების ტარიფია 1 м3 წყლისთვის 0,215 ლარი, ხოლო ტარიფი გაშვებასა და გაწმენდაზე – 0,051 ლარი.

 „ჯორჯიან უოთერ ენდ პოუერმა“ (GWP) ინდივიდუალური მრიცხველების დაყენების გადაწყვეტილება 2010 წელს საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის მიღებული დადგენილების საფუძველზე მიიღო. დადგენილებაში მითითებულია, რომ წყალგამანაწილებელ კომპანიას  ყველა კერძო სახლში წყლის მრიცხველის დაყენებისთვის ვადა 2015 წლის 1 იანვრამდე ეძლევა. 

 

 

ყველა ახალი ამბავი
0