საქართველოში ფულადი გადმორიცხვები წლის პირველ ნახევარში 23%-ით შემცირდა

© photo: Sputnikაშშ დოლარი
აშშ დოლარი - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოში ივნისის თვეში 100,4 მლნ აშშ დოლარი შემოვიდა, რაც 2014 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 26,4 მლნ აშშ დოლარით ნაკლებია.

თბილისი, 21 ივლისი — Sputnik. 2015 წლის იანვარ-ივნისის პერიოდში ქართულმა კომერციულმა ბანკებმა ელექტრონული სისტემის საშუალებით საზღვარგარეთიდან 538,6 მლნ აშშ დოლარის ოდენობის ფულადი გადმორიცხვები განახორციელეს. საქართველოს ეროვნული ბანკის მონაცემებით, ეს მაჩვენებელი 2014 წლის იანვარ-ივნისის პერიოდის მაჩვენებელზე 158,7 მლნ აშშ დოლარით, ანუ 22,8%-ით ნაკლებია.

საქართველოში ივნისის თვეში 100,4 მლნ აშშ დოლარი შემოვიდა, 2014 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 26,4 მლნ აშშ დოლარით ნაკლებია.  აღნიშნული მაჩვენებელი 2015 წლის მაისის თვის მონაცემთან შედარებით 2,7 მლნ აშშ დოლარით მეტია.

2015 წლის იანვარ-ივნისის პერიოდში რუსეთიდან საქართველოში გადმოირიცხა 204,6 მლნ აშშ დოლარი, რაც გადარიცხვების სისტემებით მიღებული ფულადი სახსრების საერთო მოცულობის 38%-ს შეადგენს, აშშ-იდან საქართველოში გადმოირიცხა 47,3 მლნ აშშ დოლარი (8,8%), საბერძნეთიდან — 82,6 მლნ აშშ დოლარი (15,3%), იტალიიდან — 51,9 მლნ აშშ დოლარი (9,6%).

2015 წლის იანვარ-ივნისის პერიოდში საქართველოდან საზღვარგარეთ 84,3 მლნ აშშ დოლარი გადაიგზავნა, რაც 3,7 მლნ აშშ დოლარით მეტია, ვიდრე 2014 წლის იანვარ-ივნისის პერიოდში.

 

ყველა ახალი ამბავი
0