საქართველოს ეროვნული ბანკი მონეტარული პოლიტიკის განაკვეთს 5.5 პროცენტამდე ზრდის

© photo: Sputnikთბილისი
თბილისი - Sputnik საქართველო
გამოწერა
მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის გადაწვეტილება ეფუძნება მაკროეკონომიკურ პროგნოზს, რომლის მიხედვით გაიზარდა ინფლაციის მოლოდინები და საპროგნოზო ინფლაციაზე მოქმედი შიდა და გარე რისკები.

თბილისი, 1 ივლისი — Sputnik. საქართველოს ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა 2015 წლის 1 ივლისს მიიღო გადაწყვეტილება რეფინანსირების განაკვეთის 50 საბაზისო პუნქტით გაზრდის შესახებ. მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი 5.5 პროცენტს შეადგენს. ამის შესახებ საქართველოს ეროვნული ბანკი იტყობინება.

 „მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის გადაწვეტილება ეფუძნება მაკროეკონომიკურ პროგნოზს, რომლის მიხედვით გაიზარდა ინფლაციის მოლოდინები და საპროგნოზო ინფლაციაზე მოქმედი შიდა და გარე რისკები“, ნათქვამია შეტყობინებაში.

 არსებული პროგნოზის შესაბამისად მონეტარული პოლიტიკის კომიტეტი მიზანშეწონილად მიიჩნევს საპროცენტო განაკვეთის ეტაპობრივ ზრდას 2015 წლის ბოლოს 6.5 პროცენტამდე.  

 

ყველა ახალი ამბავი
0