თბილისი, 23 ივნისი — Sputnik. 2015 წლის იანვარ-მაისში საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვამ ევროკავშირის ქვეყნებთან 1179 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის მაჩვენებელზე 1 პროცენტით მეტია, იუწყება საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სააგენტო „საქსტატი“.
აქედან ექსპორტი 242 მლნ აშშ დოლარი იყო (4 პროცენტით ნაკლებია), ხოლო იმპორტი 937 მლნ აშშ დოლარი (3 პროცენტით მეტი).
საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვაში ამ ქვეყნების წილმა 30 პროცენტი შეადგინა, მათ შორის ექსპორტში 27 პროცენტი და იმპორტში 31 პროცენტი (2014 წლის იანვარ-მაისში შესაბამისად 26, 22 და 27 პროცენტი). ევროკავშირის ქვეყნებზე მოდიოდა სავაჭრო დეფიციტის 32 პროცენტი (2014 წლის იანვარ-მაისში 31 პროცენტი).