საქართველოს საგარეო ბრუნვა დსთ-ის ქვეყნებთან 22%-ით შემცირდა

გამოწერა
საქართველოს საგარეო ბრუნვამ 2015 წლის იანვარ-მაისში 3 მლრდ 917 მლნ დოლარი შეადგინა, რაც 2014 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 13%-ით ნაკლებია.

თბილისი, 23 ივნისი — Sputnik. საქართველოს საგარეო ბრუნვამ დსთ-ის ქვეყნებთან 2015 წლის იანვარ–მაისში 1 მლრდ 127 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც 2014 წლის იანვარ-მაისთან შედარებით 22%-ით ნაკლებია, იუწყება საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სააგენტო „საქტსტატი“. 

ამასთან, ექსპორტმა შეადგინა 228 მლნ აშშ დოლარი (46%-ით ნაკლები), ხოლო იმპორტმა 789 მლნ აშშ დოლარი (3%-ით ნაკლები). 

დსთ-ის ქვეყნების წილად საქართველოს საგარეო ბრუნვის საერთო მოცულობის 29 % მოდის (2014 წლის იანვარ-მაისში მოცემული მაჩვენებელი 32%-ს უტოლდებოდა). 

დსთ-ის ქვეყნების წილად საქართველოს უარყოფითი სავაჭრო ბალანსიდან 21% მოდის (2014 წლის იანვარ-მაისში ეს მაჩვენებელი 9% ირო).

საქართველოს საგარეო ბრუნვამ  2015 წლის იანვარ-მაისში 3 მლრდ 917 მლნ აშშ დოლარი შეადგინა (არაორგანიზებული ვაჭრობის გაუთვალისწინებლად), რაც 13%-ით ნაკლებია 2014 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. 

 

 


ყველა ახალი ამბავი
0