საქართველოში მაისის თვეში ელექტროენერგიის მოხმარება 0,3%-ით გაიზარდა

© photo: Sputnik / Виталий Аньков / გადასვლა მედიაბანკშიენერგოგადამცემი ხაზები
ენერგოგადამცემი ხაზები - Sputnik საქართველო
გამოწერა
2015 წლის მაისის თვეში ელექტროენერგიის იმპორტმა 0,9 მლნ კვტ/სთ შეადგინა, ხოლო ექსპორტმა - 144 მლნ კვტ/სთ.

თბილისი, 23 ივნისი — Sputnik. 2015 წლის მაისის თვეში ელექტროენერგიის მოხმარებამ დანაკარგის გაუთვალისწინებლად საქართველოში 960,2 მლნ კვტ/სთ შეადგინა, რაც 2014 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით (დაახლოებით 957,4 მლნ კვტ/სთ) 0,3%-ით მეტია. საანგარიშო პერიოდში საქართველოში ელექტროენერგიის მოხმარებამ დანაკარგის გათვალისწინებით 984 მლნ კვტ/სთ შეადგინა, აღნიშნულია ელექტროენერგეტიკული სისტემის კომერციული ოპერატორის (ESCO) მასალებში.

2015 წლის მაისის პერიოდში პირდაპირმა მომხმარებელმა 134,5 მლნ კვტ/სთ ელექტროენერგია მიიღო, ხოლო ენერგოსადისტრიბუციო კომპანიებმა — 680,3 მლნ კვტ/სთ.

2015 წლის მაისის თვეში თბოელექტროსადგურებმა, ასევე საქართველოს სეზონურმა და მარეგულირებელმა სადგურებმა 937,4 მლნ კვტ/სთ ელექტროენერგია გამოიმუშავეს.

2015 წლის მაისის თვეში ელექტროენერგიის იმპორტმა 0,9 მლნ კვტ/სთ შეადგინა, ხოლო ექსპორტმა — 144 მლნ კვტ/სთ.

2014 წელს საქართველოში ელექტროენერგიის მოხმარებამ დანაკარგის გაუთვალისწინებლად 10,8 მილიარდი კვტ/სთ შეადგინა, რაც 2013 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით (10,1 მლრდ კვტ/სთ) 6,2%-ით მეტია. საანგარიშო პერიოდში ელექტროენერგიის მოხმარებამ დანაკარგის გათვალისწინებით სულ 11 მლრდ კვტ/სთ შეადგინა.


ყველა ახალი ამბავი
0