2015 წლის დასაწყისიდან დღემდე საქართველო 1,8 მილიონმა ტურისტმა მოინახულა

© photo: Sputnikსაქართველოს დროშა
საქართველოს დროშა - Sputnik საქართველო
გამოწერა
ტურისტების რაოდენობა 2014 წლის მონაცემებთან შედარებით 3%–ით შემცირდა, თუმცა 21%–ით მოიმატა ტრანზიტით შემოსული ვიზიტორების რიცხვმა.

თბილისი, 21 მაისი – Sputnik. 2015 წლის იანვრიდან მაისის თვის პერიოდში  საქართველოს საზღვარი 1მლნ 835 ათას 545 ვიზიტორმა გადმოკვეთა, რაც 2%–ით მეტია წინა წლის ანალოგიური  პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით, იუწყება შს სამინისტროს საინფორმაციო–ანალიტიკური დეპარტამენტი სამშაბათს, 2 ივნისს.

დეპარტამენტის მიერ გავრცელებული სტატისტიკური მონაცემებით, ვიზიტორთა საერთო რაოდენობიდან 656 ათას 68 ადამიანი ტურისტი იყო, რაც 3%–ით დაბალი მაჩვენებელია წინა წელთან შედარებით. თუმცა, მიმდინარე წელს 21%–ით გაიზარდა ტრანზიტით შემოსული ვიზიტორების რიცხვმა – სულ 405 ათას 208 უცხოელი.

2015 წლის მაისის თვეში საქართველოში 454 ათას 545 ვიზიტორი დაფიქსირდა, რაც 2014 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე 14,7%–ით მეტია.  2015 წელს ქვეყანაში ყველაზე მეტი ვიზიტი თურქეთის მოქალაქეებმა განახორციელეს, შემდეგ სახელდებიან აზერბაიჯანის, სომხეთის, რუსეთისა და უკრაინის მოქალაქეები. რაც შეეხება ევროკავშირის წევრი ქვეყნების მოქალაქეების მხრიდან საქართველოს საზღვრის გადმოკვეთის ოფიციალურ მაჩვენებელს, ამ მხრივ ლიდერობენ გერმანია, ჩეხეთი, დიდი ბრიტანეთი და ნიდერლანდები.


ყველა ახალი ამბავი
0