ირაკლი ღარიბაშვილმა სავალუტო ფონდთან ქვეყნის ეკონომიკური მაჩვენებლები განიხილა

© facebook.com/GaribashviliOfficialირაკლი ღარიბაშვილი
ირაკლი ღარიბაშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
რეგიონში განვითარებულმა მდგომარეობამ და გარე ფაქტორებმა უარყოფითად იმოქმედეს როგორც უცხოური ვალუტის შემოდინებაზე, ისე ექსპორტისა და ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელზე.

თბილისი, 2 ივნისი — Sputnik. ეკონომიკური პროცესები, მაკროეკონომიკური და საპროგნოზო მაჩვენებლები იყო საქართველოს პრემიერ-მინისტრისა და საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიის შეხვედრის მთავარი თემები, იუწყება პრემიერ-მინისტრის პრეს-სამსახური.  

შეხვედრაზე პრემიერმა ისაუბრა ექსპორტის დინამიკაში, სოფლის მეურნეობაში, სასტუმროების სექტორში არსებულ პოზიტიურ ტენდენციებსა და ტურისტების რაოდენობის ზრდაზე და აღნიშნა, რომ მთავრობა ასევე აქტიურად მუშაობს ინვესტიციების მოზიდვის მიმართულებით.

საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიის ხელმძღვანელმა მარკ გრიფიტსმა ირაკლი ღარიბაშვილს საქართველოში ორკვირიანი მუშაობის განმავლობაში გამართული შეხვედრების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია. მხარეებმა ასევე აღნიშნეს, რომ რეგიონში შექმნილმა ვითარებამ და საგარეო ფაქტორებმა უარყოფითი გავლენა მოახდინა როგორც უცხოური ვალუტის შემოდინებაზე, ასევე ექსპორტსა და ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელზე და იმედი გამოთქვეს, რომ ვითარება უახლოეს მომავალში დარეგულირდება.

საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისია საქართველოში ვიზიტით ორი კვირის წინ, მაისში ჩამოვიდა. ვიზიტის მსვლელობისას განხილულ იქნა ქვეყანაში არსებული მაკროეკონომიკურ ვითარებასთან დაკავშირებული რიგი საკითხები, მათ შორის ეროვნული ვალუტის გაცვლითი კურსი.

2014 წლის ივლისში საერთაშორისო სავალუტო ფონდმა საქართველოს 100 მლნ SDR-ის (ნასესხობის სპეციალური უფლება) (დაახლოებით 154 მლნ აშშ დოლარი) მოცულობის კრედიტირების სამწლიანი პროგრამა საკრედიტო ხაზის (Stand by Arrangement) სახით მოიწონა. პირველი ტრანში, რომელიც დაუყოვნებილივ გამოიყო, 62 მლნ აშშ დოლარს შეადგენდა. პროგრამა მიმართულია მაკროეკონომიკური რისკების შემცირებაზე, ეკონომიკური ზრდის მხარდაჭერასა და ეკონომიკის მდგრადობაზე გარე ფაქტორების ზემოქმედებისგან.

2014 წლის დეკემბერში საერთაშორისო სავალუტო ფონდმა საქართველოს ეკონომიკური მაჩვენებლების სამწლიანი პროგრამის შესახებ პირველი მიმოხილვა დაასრულა. მიმოხილვის დასრულებამ საქართველოსთვის 40 მლნ SDR-ის (დაახლოებით 58,1 მლნ აშშ დოლარი) ოდენობის საკრედიტო ხაზის მეორე ტრანშის SBA (Stand by Arrangement) გადაცემის საშუალება მისცა, რის შედეგადაც წარმოდგენილი სახსრების საერთო რაოდენობამ 80 მლნ SDR (დაახლოებით 116,3 მლნ აშშ დოლარი) შეადგინა.


ყველა ახალი ამბავი
0