წლის დასაწყისიდან საგარეო-სავაჭრო ბრუნვა დსთ-თან 24%-ით შემცირდა

© photo: Sputnik / Ю. Иванов / გადასვლა მედიაბანკშიდროშა
დროშა - Sputnik საქართველო
გამოწერა
2015 წლის იანვარ-აპრილის პერიოდში საქართველოს საგარეო–სავაჭრო ბრუნვამ (არაორგანიზებული ვაჭრობის გარეშე) 3015 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე 13%–ით ნაკლებია.

თბილისი, 22 მაისი — Sputnik. 2015 წლის იანვარ-აპრილის პერიოდში საქართველოს საგარეო-სავაჭრო ბრუნვამ დსთ-ის ქვეყნებთან 897 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც 2014 წლის იანვარ-აპრილის პერიოდთან შედარებით 24%-ით ნაკლებია, იუწყება ”საქსტატი”.

ამასთან, ექსპორტმა 250 მლნ აშშ დოლარი შეადგინა (51%-ით ნაკლები), ხოლო იმპორტმა — 647 მლნ აშშ დოლარი (35%-ით ნაკლები).

საქართველოს მთლიან საგარეო-სავაჭრო ბრუნვაში დსთ-ის ქვეყნების წილი 30%–ია (2014 წლის იანვარ-აპრილის პერიოდში ეს მაჩვენებელი 34%-ს შეადგენდა). დსთ-ის ქვეყნებზე საქართველოს უარყოფითი სავაჭრო ბალანსის 24% მოდის (2014 წლის იანვარ-აპრილის პერიოდში ეს მაჩვენებელი 10% იყო).

2015 წლის იანვარ-აპრილის პერიოდში საქართველოს საგარეო–სავაჭრო ბრუნვამ (არაორგანიზებული ვაჭრობის გარეშე) 3015 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე 13%–ით ნაკლებია.

 


ყველა ახალი ამბავი
0