თბილისში სამშენებლო ჰიპერმარკეტი ”დომინო” გაიხსნა

© Tbilisi City Hallდომინო
დომინო - Sputnik საქართველო
გამოწერა
პროექტის საინვესტიციო ღირებულება 10 მლნ აშშ დოლარია. ჰიპერმარკეტი 11,5 ათას კვ/მეტრზე მეტ ფართობზე განთავსებული.

თბილისი, 22 მაისი — Sputnik. თბილისში ევროპული ფორმატის სამშენებლო მასალების პირველი ჰიპერმარკეტი  „დომინო“ გაიხსნა. ცერემონიაში მონაწილეობა თბილისის მერმა დავით ნარმანიამ მიიღო.

თბილისის მერის განცხადებით, ჰიპერმარკეტში წარმოდგენილი სამშენებლო მასალები დედაქალაქის მომავალი განვითარების წინაპირობაა.

 „ჩვენ ეტაპობრივად უნდა გადავიდეთ ქალაქის თანამედროვე ინტერიერსა და ექსტერიერზე. ქალაქის განვითარებისთვის ასევე აუცილებელია ენერგოდამზოგავი მასალის გამოყენება“, — განაცხადა ნარმანიამ.

მისი თქმით, სავაჭრო სივრცის გახსნით მეტი ადამიანი დასაქმდება და გაიზრდება საბიუჯეტო შემოსავლები.

ჰიპერმარკეტი კახეთის გზატკეცილზე, სავაჭრო-გასართობი ცენტრის ”ისტ პოინტის” ტერიტორიაზე მდებარეობს. პროექტის საინვესტიციო  ღირებულება 10 მლნ აშშ დოლარია. ჰიპერმარკეტი 11,5 ათას კვ/მეტრზე მეტ ფართობზეა განთავსებული და მომხმარებელს 40 ათასზე მეტი სახეობის პროდუქციას სთავაზობს. პროექტის ფარგლებში 250-ზე მეტი ადამიანი დასაქმდება.

 


ყველა ახალი ამბავი
0