მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

ბათუმში ქართულ-უკრაინული ბიზნეს-ფორუმი მიმდინარეობს

© ge.rsp.travelბათუმი
ბათუმი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ფორუმის ფარგლებში გაიმართება ქართული და უკრაინული სხვადასხვა სფეროს კომპანიების, მათ შორის: მშენებლობის, ტურიზმისა და საინფორმაციო ტექნოლოგიების სფეროების წარმომადგენლების ორმხრივი შეხვედრები.

თბილისი, 22 მაისი – Sputnik. ბათუმში ქართულ-უკრაინული ბიზნეს-ფორუმი იმართება. ღონისძიება აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონიმიკის სამინისტროს მიერაა ორგანიზებული. 

„ფორუმის ფარგლებში უკრაინული კომპანიები გაეცნობიან პრეზენტაციებს რეგიონის საინვესტიციო და ტურისტული პოტენციალის, ბათუმში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტებისა და ქალაქის ეკონომიკური განვითარების შესახებ“, — ნათქვამია ორგანიზატორთა მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

პრეზენტაციების შემდეგ გაიმართება შეხვედრები სამშენებლო, ტურიზმის, ინფორმაციული ტექნოლოგიების, საგანმანათლებლო და სამედიცინო სფეროებში მომუშავე უკრაინულ და ქართულ კომპანიებს შორის.  

ფორუმის ფარგლებში გაიმართება ქართული და უკრაინული სხვადასხვა სფეროს კომპანიების, მათ შორის: მშენებლობის, ტურიზმისა და საინფორმაციო ტექნოლოგიების სფეროების წარმომადგენლების ორმხრივი შეხვედრები.

 

ყველა ახალი ამბავი
0