თბილისში წყლის ტარიფი 2017 წლამდე არ შეიცვლება

© photo: Sputnikთბილისი
თბილისი - Sputnik საქართველო
გამოწერა
მომსახურების ტარიფები მოსახლეობისათვის: მრიცხველის გარეშე მოხმარების შემთხვევაში(ფიქსირებული)– 3,15 ლარი თვეში ერთ სულ მოსახლეობაზე; მრიცხველის ქონის შემთხვევაში – 0,2655 ლარი –1მ³–ზე.

თბილისი, 19 მაისი – Sputnik. საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (GNERC) გადაწყვეტილებით, თბილისში წყლის ტარიფი არ შეიცვლება. GNERC-მა  ამის შესახებ განცხადება კომპანიასთან Georgian Water and Power (GWP) თბილისში წყლის ტარიფის გაზრდის შესახებ სატარიფო განაცხადის განხილვის შემდეგ გაავრცელა.

ინფორმაციის თანახმად, ზოგიერთ კომპონენტს უმნიშვნელო გადანაწილება შეეხო.

კერძოდ, მოსახლეობისთვის მომსახურების ფასები:  მრიცხველის გარეშე მოხმარების შემთხვევაში (ფიქსირებული) – 3,15 ლარი თვეში ერთ სულ მოსახლეობაზე; მრიცხველის ქონის შემთხვევაში – 0,2655 1მ³–ზე, მოცემული ჯამიდან: 1მ3 წყლის მიწოდების ტარიფი არის 0,215 ლარი, ხოლო 1მ³ ჩამდინარე წყლის გატარება – გაწმენდის – 0,051 ლარი.

სასმელი წყლისა და ჩამდინარე წყლის გატარება – გაწმენდის ტარიფი სახელმწიფო ორგანიზაციებისთვის და კომერციული სექტორისთვის შეადგენს 4,4 ლარს 1მ³–ზე, მოცემული ჯამიდან: 1მ³–ს მიწოდების ტარიფი – 3,6 ლარი, ხოლო 1მ³  ჩამდინარე წყლის გატარება – გაწმენდის ტარიფი – 0,85 ლარი.

კომისიის გადაწყვეტილება 2016 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით იქნება ძალაში, ამის შემდეგ კომპანიას უფლება ექნება კიდევ ერთხელ მოითხოვოს ტარიფის გაზრდა.

2008 წლიდან წყალმომარაგებისა და წყალგადინების ტარიფების დადგენა და მათი ნებისმიერი სახით ცვლილება საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის კომპეტენციაა.

მოქმედი ტარიფი კომისიამ 2010 წლის 1 დეკემბრიდან დაადგინა.


ყველა ახალი ამბავი
0